LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებს 48 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება

92
ეუთო

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 48 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

დამკვირვებლებს შორის იქნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 28 წევრიანი დელეგაცია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 9 წევრი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 13 მოკლევადიანი დამკვირვებლისგან შემდგარი ჯგუფი.

ხმის მიცემისა და დათვლის პროცესის მიმდინარეობას  ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს, ევროპელი დიპლომატები 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივლენ. დამკვირვებლები არჩევნებს პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

პოპულარულები