LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნებზე ხალხი წრეზე დადიოდა, პერანგს იცვლიდნენ, შედიოდნენ საარჩევნო უბანზე და ხმას აძლევდნენ – დონალდ ტრამპი

ტრამპი

„რესპუბლიკელებმა“ კონგრესში შუალედურ არჩევნებზე გამარჯვება იმის გამო ვერ მოიპოვეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ისინი იღებდნენ, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინტერნეტ-პორტალ The Daily Caller-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან ამ ქმედებებს სამარცხვინო უწოდა.

მისი თქმით, „რესპუბლიკელებმა“ არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწიეს და ეს მოხდა პოტენციურად არაკანონიერი ხმების გამო.

იმ ხალხმა, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, რამდენჯერმე მისცა ხმა,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, საჭიროა ამომრჩევლის ID ბარათის შესახებ კანონპროექტის მიღება.

ცნობისთვის, 6 ნოემბერს კონგრესში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, „რესპუბლიკელებმა“ უმრავლესობა შეინარჩუნეს სენატში, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში კი უმრავლესობა „დემოკრატებმა“ მოიპოვეს.

magti 5g