LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეების ცნობილი სიმღერის თანამედროვე ვერსია

74

Ardaidardo.Geგადაცემა „რადიო დუეტის“ პირველი ნაწილის სტუმრები ლაშა რამიშვილი და თამარ ჯიქურიძე იყვნენ. შედგა მათი ერთობლივი სიმღერის  პრემიერა.

– ვის ეკუთვნის თქვენი დუეტის, „ქართული ჩაის“ შექმნის იდეა?

თამარი: ამ კითხვაზე უმჯობესია ლაშამ გიპასუხოთ.

ლაშა: ეს იდეა „ავტორადიოსთვის“ შეიქმნა, ჩემი ინიციატივა იყო თამარის ჩართულობა ამ ნამუშევარში. მისნაირი ტემბრი იშვიათს აქვს. სიმღერა შედგა და საკმაოდ წარმატებულადაც.


– მოგვიყევით თქვენი მეორე დუეტის შესახებაც…

თამარი: ეს სიმღერა მსმენელმა ძალიან კარგად იცის. მუსიკა შოთა მილორავას ეკუთვნის, ტექსტი – მორის ფოცხიშვილს, არის ოპერეტიდან „კოლმეურნის ქორწინება“. თეატრში ის 70-იან წლებში აქტიურად იდგმებოდა. საესტრადო ვარიანტის ავტორები არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეები არიან, ჩვენამდე კი ის დუეტმა“ჯორჯიამ“ შეასრულა. ძალიან კარგი სიმღერაა და ალბათ ყველა თაობამ იცის ის.

ლაშა: ამ ყველაფრის თავი ირმა სოხაძეა, რომელმაც შოთა მილორავას ხსოვნის საღამო მოაწყო და მეც მივიღე იქ მონაწილეობა. სატელევიზო პრემიერა ჯემალ ბაღაშვილის გადაცემაში შედგება.

ქალბატონო თამარ, სოლო სიმღერაზე მუშაობას თუ გეგმავთ?

– არ არის გამორიცხული, თუმცა მაინც თავს ვიკავებ ამ ყველაფრისგან. მერიდება, რადგან ძალიან კარგი მომღერლები გვყავს. მე კლასიკური ჟღერადობის ტემბრი მაქვს.

წარმატებებს გისურვებთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Lasha Ramishvili & Tamriko Jiquridze

ვიდეო კოლაჟი


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები