LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გორდულაძე: „მეწარმე იურიდიული პირი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული“

110
არჩილ გორდულაძე

„უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს და როდესაც სუვერენიტეტის დაცვაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, შესაბამისად, მასვე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს ეფექტური მექანიზმი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მის გაკონტროლების და ეფექტური მექანიზმის ქონით“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

როგორც გორდულაძემ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, მეწარმე იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფუნქციები, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ, „როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული“.

„უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს და როდესაც სუვერენიტეტის დაცვაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, შესაბამისად, მასვე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს ეფექტური მექანიზმი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მის გაკონტროლების და ეფექტური მექანიზმის ქონით. მეწარმე იურიდიულმა პირმა უნდა განახორციელოს ის ფუნქციები რაც არის, ანუ იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ზუსტად ამიტომაც, თუ კონკრეტული იურიდიული პირი, ანუ იურიდიული სუბიექტი ჩაერთვება პოლიტიკაში, მისი აქტივობა იქნება მიმართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისაკენ და ეს არ იქნება დაკავშირებული მის ჩვეულებრივ საქმიანობასთან გამოიწვევს ადმინისტრაციული სახით შესაბამის ჯარიმებს. რაც შეეხება ინდ მეწარმეებს, წარმოდგენილი ცვლილებები საერთოდ არ ეხება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g