„ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე საუბრის დროს განაცხადა.
არჩილ გორდულაძე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით ელჩის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ნებისმიერი შანტაჟის მცდელობა და ევროკავშირთან დაკავშირებული განცხადებები, დეზინფორმაციული და ქვეყანაში მხოლოდ შფოთის შემოტანის მცდელობაა“.
„საუბარი არის თუ არა გამჭვირვალობის კანონზე, იმ კანონზე, რომელსაც ახლა იღებენ და ამკაცრებენ ევროკავშირში? არის თუ არა საუბარი ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე და ხომ არ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას? ნებისმიერი შანტაჟის მცდელობა და ევროკავშირთან დაკავშირებული განცხადებები ელჩად წოდებული ფიშერისა, რა თქმა უნდა არის დეზინფორმაციული და ქვეყანაში მხოლოდ შფოთის შემოტანის მცდელობაა.
ამ ადამიანს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ვენის კონვენცია სრულად წაიკითხოს, მისი სულისკვეთება გაიაზროს და თავი დაანებოს სიცრუის ტირაჟირებას“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.
