არჩილ თალაკვაძემ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე გაკეთებულ განცხადებას ისტორიული გზავნილი უწოდა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ევროკავშირის გაფართოება არა მხოლოდ საჭიროა, არამედ გარდაუვალია.
„შოლცის განცხადება არის ისტორიული გზავნილი, მან ისაუბრა ევროპის გაფართოებაზე.ევროკავშირის გაფართოება არა მხოლოდ საჭიროა, არამედ გარდაუვალია. სხვანაირად ევროპის უსაფრთხოება, ევროპის მშვიდობიანი მომავალი და კეთილდღეობა არის შეუძლებელი. ყველა მალე დარწმუნდება, რომ უახლოეს პერიოდში ეს პროცესი გააქტიურდება და საბოლოო ჯამში ევროკავშირის გაფართოებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოს ლიდერი, გერმანიის კანცლერი აკეთებს ასეთ განცხადებას. ადამიანი, რომელიც იმ რამდენიმე პოლიტიკოს შორის არის, ვინც უნდა მიიღოს მთავარი გადაწყვეტილება ევროკავშირის გაფართოებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა: ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა.
