LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე: „ოპოზიცია ჯერჯერობით პოლიტიკური კუბიკებით თამაშობს.. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ოპოზიცია შეაერთოს და უკიდურესად ჭრელი და ერთმანეთისგან დაშორებული, დაპირისპირებული ძალების სინთეზი შექმნას“

147
არჩილ თალაკვაძე

„ჩვენ არჩევნებში იმავე საარჩევნო ნომრით გამოვალთ, იმ პოლიტიკური გამოცდილებით, რომელიც გვაქვს, იმ მხარდაჭერით, რომელიც საზოგადოებისგან გვაქვს. საარჩევნო კამპანია და სიების ფორმირება ჯარ არ დაგვიწყია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან, მომავალ არჩევნებზე საუბრის დროს განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადაჯგუფების საკითხსაც გამოეხმაურა და კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

„ჯერჯერობით ოპოზიცია პოლიტიკური კუბიკებით თამაშობს – არც ლიდერები ჰყავთ, არც პროგრამა აქვთ, არც რაიმე პრინციპებზე შეთანხმება შეუძლიათ. იმიტომ, რომ დიდი ნაწილი საერთოდ პრინციპებისგან შორს არის. სავარაუდოდ, კიდევ დიდი დრო დასჭირდებათ, სანამ ამ სტატუსიდან გამოვლენ.

არიან ძალები, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცდილობს, ოპოზიცია შეაერთოს და უკიდურესად ჭრელი და ერთმანეთისგან დაშორებული, დაპირისპირებული ძალების სინთეზი შექმნას.

ისინი წარსულში შეურაცხყოფით, ცილისწამებით, ღალატით არიან დაკავშირებულები. ეს რამდენად გამოვა, ვნახავთ, მაგრამ მოქალაქეებს რამდენად სურთ ასეთი რაღაც ნაცრისფერი ჯგუფი აირჩიონ, რომელშიც ყველა წარმომავლობის, ყველანაირი პოლიტიკური ბიოგრაფიის, გაურკვეველი მომავლის ხედვის მქონე პოლიტიკური პარტიები ერთიანდებიან – ამას არჩევნებში დავინახავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g