LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს დღეს ბევრად ძლიერი და ევროპული დემოკრატია აქვს, ვიდრე ჩვენ როცა ჩავიბარეთ ხელისუფლება, ამას ობიექტური შეფასება სჭირდება პარტნიორების მხრიდან

143
არჩილ თალაკვაძე

ამაზე პასუხი და სიმართლე გახლავთ ის, რომ საქართველოს დღეს აქვს ბევრად უფრო განვითარებული დემოკრატია, ვიდრე ჩვენ როცა ჩავიბარეთ ხელისუფლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უზრა ზეიას გუშინდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, ამას სჭირდება პარტნიორების მხრიდანაც ობიექტური შეფასება.

„აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით“ – უზრა ზეია

„დღეს არის უფრო მრავალფეროვანი მედია, ვნახოთ ტელევიზიების და მედიაკომპანიების რაოდენობა, არის უფრო მრავალპარტიული პარლამენტი და ამისთვის კონკრეტული რეფორმები გატარდა, ეს არის არჩევნები და ეს სიტყვა პირდაპირ საერთაშორისო დამკვირვებლებმა ჩაწერეს არაერთ ანგარიშში. ბევრი სხვა მიმართულებით, იქნება ეს ბიუჯეტის გამჭვირვალობა, თვითმმართველობის განვითარება თუ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება, ყველა მიმართულებით საქართველოს დღეს აქვს უფრო ძლიერი და უფრო ევროპული დემოკრატია. შესაბამისად, ამას სჭირდება ობიექტური შეფასება ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც. ჩვენი ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, ჩვენ ჩავატარებთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, თავისუფალ, გამჭვირვალე არჩევნებს და საქართველო რეგიონში დარჩება, როგორც სამაგალითო ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების მხრივ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g