პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მეუღლესთან ერთად “სინოფარმის”კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ფოტოს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მე და ჩემმა მეუღლემ, ქეთიმ დღეს გავიკეთეთ covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.
მისასალმებელია, რომ “სინოფარმის” ვაქცინით ჩვენთან ერთად, ბევრი მოქალაქე აიცრა.
მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიების ცენტრს და მის სამედიცინო პერსონალს, ექიმებს და ექთნებს, ვინც თვეების განმავლობაში კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა. მათ გასაგებად აგვიხსნეს აცრებთან
დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია და წესები.
ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია!-წერს თალაკვაძე.