LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ თალაკვაძემ ბაკურიანში თავის შვილებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის შვილი წაიყვანა

2956
ARCHIL TALAKVADZEEE

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ბაკურიანში დასასვენებლად, თავის შვილებთან ერთად, აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირის შვილი, დეა სახელაშვილი წაიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ, შსს-ს ყოფილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეა პერტაია ავრცელებს. როგორც ის წერს, არჩილი ოჯახთან და დეასთან ერთად ბაკურიანში შემთხვევით ნახა.

“არის პოლიტიკის მიღმა რაღაც, ბევრად ნამდვილი… ამიტომ დავწერ…

როცა შსს-ში ვმუშაობდი, დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომელიც მიყვარდა: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების შვილები პირველად სკოლაში მინისტრს, მის მოადგილეებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს მიჰყავდათ…

2015 წლის სექტემბერი. გმირი პოლიციელის შვილს, დეა სახელაშვილს, პირველი კლასისკენ მეგზურობა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გაუწია… გავიდა წლები…

2019 წელი, აგვისტო… ბაკურიანში ვისვენებ და შემთხვევით, საოცარ ფაქტს ვაწყდები – ვხედავ, არჩილმა და მისმა მეუღლემ დასასვენებლად შვილები და ერთი ცისფერთვალა გოგონა ჩამოიყვანეს. აღმოვაჩინე, რომ ეს სწორედ ის დეა იყო… გამახსენდა, 4 წლის წინ, სკოლაში წასასვლელად ერთად რომ ემზადებოდნენ და ნერვიულობდნენ…დღესაც ძალიან მშობლიური დავინახე ამ ერთობაში…

გული გამითბა, ამიჩუყდა და გაგიზიარეთ…

ალბათ, სიკეთე უნდა აღნიშნო, რომ განმეორდეს…” – წერს თეა პერტაია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მყოფმა არჩილ თალაკვაძემ, 2015 წლის 14 სექტემბერს, გარდაცვლილი პოლიციელის გივი სახელაშვილის შვილი დეა სახელაშვილი ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლაში მიაცილა.

გთავაზობთ 4 წლის წინანდელ ფოტოებს, როცა ისინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

გივი (გიგა) სახელაშვილი 1980 წლის 2 თებერვალს, ქუთაისში დაიბადა. ის პოლიციის ლეიტენანტი იყო. 2008 წლის ომამდე ორი კვირით ადრე, გიგა სახელაშვილს მეორე შვილი _ პატარა დეა შეეძინა.სახელაშვილმა ამ დროს შვებულება აიღო, მაგრამ როგორც კი ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა, სამსახურში გამოცხადდა.

სახელაშვილს მეორე შვილიც ჰყავს. გმირის ბიჭი ხუთი წლის იყო, მამა რომ გმირულად დაეღუპა.

“გიგა სახელაშვილს 2008 წლის 24 ივლისს გოგონა შეეძინა, 7 აგვისტოს შვებულებაში იყო, მაგრამ თავად გამოცხადდა სამსახურში, ომში რომ წასულიყო. მამამ პოლიციის განყოფილებაში რომ მიაკითხა, უკვე მანქანებში სხდებოდნენ და მიდიოდნენ. გიგაც რომ ჩაჯდა, მამას ცრემლი მოერია.

„რა გატირებს მამა, ჩემს ჩამოსვლამდე ცოლ-შვილს მიმიხედე“, – უთხრა და ომში წავიდა…

წავიდა და გმირულად დაიღუპა, რუსული ინტერვენციის დროს” – ვკითხულობთ დაღუპული გმირის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძეს ორი შვილი ჰყავს ელენე და ანა-ბეატრის თალაკვაძეები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები