LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არდაიდარდო გადაცემები

„დიდხანს გვინდოდა ამ ნამუშევრის გაკეთება და როგორც იქნა, ავიხდინეთ ეს ოცნება… ეს ისეთი უკვდავი მელოდიებია, რომელიც ყველა თაობას უყვარს…“- „ფორტე“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ანსამბლი „ფორტე“ სტუმრობდა. გადაცემაში ანსამბლის ორი ახალი ნამუშევრის - „ვერის უბნის მელოდიები“ და „ჩემო სამშობლო მხარეო“ პრემიერა შედგა.

„იმედი მაქვს, მაყურებელი შეიყვარებს, ძალიან კარგი, ნამდვილი ქალაქური ჟანრის სიმღერაა… ჩვენი პოეზიის დედოფლის, ანა კალანდაძის ლექსია…“ – თამრიკო მეჭიაური და ლუდა დონდუა სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ თამრიკო მეჭიაური და ლუდა დონდუა სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „თბილისის დილა“ და „მთვრალი ყაყაჩო“ პრემიერა შედგა.

ვერიკო ტურაშვილი: ზოგადად, დაბადების დღეზე საჩუქრებს არ ველოდები და შეკვეთებს არ ვაძლევ ხოლმე ადამიანებს, მაგრამ ეს იყო ერთადერთი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მე საჩუქარი ამ ფორმით მოვითხოვე… თემომ დაბადების დღეზე მაჩუქა ეს სიმღერა

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მომღერალი ვერიკო ტურაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „შენთან მოვდივარ“ წარუდგინა. გადაცემის სტუმარმა სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა.

„კვარტეტი რამდენიმე თვის შექმნილია. ნარევი სტილი გვაქვს… საქმეში აბსოლუტურად შევეწყეთ ერთმანეთს. ძალიან მცირე დროში, ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ“ – კვარტეტი „ვივო“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ კვარტეტის „ვივო“ წევრები, სალომე ტეტიაშვილი, მარიამ ქავთარაძე, ქეთი ქავთარაძე, გოგა ნიკოლაძე და კომპოზიტორი და ხელმძღვანელი, მურთაზ ჩიხლაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „ენკი-ბენკი“ პრემიერა შედგა.

„ეს სიმღერა ჩემამდე ერთი წლის წინ მოვიდა, უბრალოდ, 2024 წელი ჩემთვის ცოტა ქაოტური იყო… ყველა ქალბატონს ეძღვნება“ – ლევან გულბათაშვილი სიმღერის „მხოლოდ ქალებს“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ ლევან გულბათაშვილი სტუმრობდა, გადაცემაში სიმღერის „მხოლოდ ქალებს“ პრემიერა შედგა.