„სიმღერა ყველა შეყვარებულს ეძღვნება… მე ყოველთვის სიყვარულზე ვმღერი…“ – გია სურამელაშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“
რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ გია სურამელაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი სიმღერა „ჩემთვის ყველაფერი ხარ“ წარუდგინა. მომღერალმა საკუთარ შემოქმედებაზე, კარიერაზე და პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა.