26 მაისს,  ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე  საქართველოს დამოუკიდებოლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის „შავნაბადა“ და სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ (მოცეკვავეები), ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზატორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ საინტერესო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტომასალა, საინფორმაციო სტენდების საშუალებით, გაიზიარონ ცოდნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განთავსებულ ხუროთმოძღვრების ძეგლების, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, სხვადასხვა საინტერესო ფაქტისა და მოვლენის შესახებ.

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ ლარსის კონცერტზე სპეციალურად შერჩეული რეპერტუარით წარდგება, სადაც ყველა ის უნიკალური მუსიკალური ნიმუშია გაერთიანებული, რომლებიც ქართველი და უცხოელი მსენელისთვის ერთნაირად სასიამოვნო მოსასმენი იქნება.

ლარსში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით.

ტეგები: შავნაბადა

მსგავსი თემები