LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მერაბ სეფაშვილის კონცერტი გაიმართება – კონცერტზე სიმღერის პრემიერა შედგება

809
mrb-1

15 აგვისტოს „MONO HALL BATUM“ – ში ყველასათვის საყვარელი მომღერალი, მერაბ სეფაშვილი კონცერტს გამართავს. მომღერალი მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად, განახლებული პროგრამით წარდგება. ღონისძიების სტუმარი რეპერი „ძვალი“ იქნება. კონცერტზე მერაბ სეფაშვილის და რეპერის „ძვალი“ დუეტის პრეზენტაცია შედგება, კონცერტზე მისულ მსმენელს საინტერესო კოლაბორაცია ელის. ღონისძიების დასაწყისი 22:00 საათი გახლავთ.

კონცერტის ბილეთების ფასი 30, 40, 40 ლარია და მათი შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები