LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავ დედას უდიდესო სიყვარულო! მე და მამას გვაბედნიერებ“ – გიორგი შოშიტაშვილის და სალომე ვარდიაშვილის ვაჟი 1 წლის გახდა

329
გიორგი შოშიტაშვილი სალომე ვარდიაშვილი

მომღერალი გიორგი შოშიტაშვილი და მისი მეუღლე სალომე ვარდიაშვილი განსაკუთრებულ დღეს აღნიშნავენ. მათი ვაჟი გიო 1 წლის გახდა. პატარა იუბილარს მშობლებმა დაბადების დღე საზეიმოდ მიულოცეს. უსაყვარლესმა გიომ ტორტზე სანთელიც ჩააქრო და მშობლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

შვილს პირველი დაბადების დღე სალომე ვარდიაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით მიულოცა და აღნიშნა, რომ გიოს დედობა მისთვის უდიდესი ბედნიერებაა.

„ჩემი ბედნიერების დღე ♥️♥️♥️ ყველა სიკეთე რომ ერთად დამათოვა თავზე იმ ბიჭის დღეა 🩵🩵🩵 მადლობა უფალს პატარა გიოს დედობა რომ მაღირსა 🙏🙏🙏 გილოცავ დედას უდიდესო სიყვარულო ♥️♥️♥️ სიტყვები ზედმეტია ამ გრძნობასთან 🙏🙏🙏 მე და მამას გვაბედნიერებ ✨✨✨⭐️⭐️⭐️⭐️“, – წერს სალომე ვარდიაშვილი.

@salomea111

1 წლის ბედნიერება 🎂🎂🎂⭐️⭐️✨✨✨🎈🎈🎈🎁🎁🎁

♬ original sound – Dueti LeoNiii official
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები