10 ოქტომბერს, რესტორან „რესპუბლიკაში“ ბექა გოჩიაშვილი კონცერტს გამართავს. ჯაზმუსიკოსი, რომლის ნიჭს გია ყანჩელი დიდად აფასებდა, საღამოს ცნობილი კომპოზიტორის ხსოვნას მიუძღვნის.

ბექა გოჩიაშვილი ღონისძიებას მეგობარი მუსიკოსების მონაწილეობით გამართავს.

როგორც მუსიკოსი ამბობს, სამწუხაროა, რომ „ჰერიო ბიჭებოს“ საკუთარი ვერსია, რომლის ჩაწერასაც გია ყანჩელი სთხოვდა, მის სიცოცხლეში ვერ ჩაწერა.

როგორც ბექამ დაწერა, საღამოზე მხოლოდ გია ყანჩელის კომპოზიციებს შეასრულებს.

მსგავსი თემები