LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილას ღიმილით ვიწყებ… ვცდილობ, მთელი დღის განმავლობაში დადებითი მუხტით ვიყო“ – ეკა კახიანი

179
kaxiani

15 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ ეკა კახიანი სტუმრობდა, რომელმაც სპექტაკლზე „მუსიკის ჰანგები“ და მუსიკასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 ეკა, ვისაუბროთ „მუსიკის ჰანგებზე“, როგორი იყო მუშაობის პროცესი?

ძალიან მიყვარს ეს სპექტაკლი, ჯერ ეს ერთი, რომ საოცარი მუსიკაა. სცენაზე ვდგავარ თუ კულისებში, ეს მუსიკა ყოველ ჯერზე ისე მაბედნიერებს. ნიკოლოზ რაჭველის საოცარი ორკესტრი არის სპექტაკლში ჩვენთან ერთად და ნიკა ინსტრუმენტთან და მათი მოსმენა ერთი დიდი სიამოვნებაა როგორც მსახიობებისთვის, ისე მაყურებლისთვის. ყოველი სცენა დიდი ოვაციებით მთავრდება და მაყურებელი ბედნიერი გადის სპექტაკლიდან, რაც ჩვენთვის მთავარია.

ბატონმა იმედომ და დედამ თუ ნახეს ეს სპექტაკლი და როგორი იყო მათი შეფასება?

რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტიც ნახეს და ახალი შემადგენლობა და ახალი ვარიანტიც და ძალიან მოსწონთ. არ არსებობს, მე არ მინახავს ამ სპექტაკლიდან გამოსული ადამიანი, რომ კმაყოფილი არ იყოს, ყველს ბედნიერების შეგრძნება აქვს. ეს სპექტაკლი, ეს მუსიკა ადამიანებს აბედნიერებს.

ეკა, რატომ გაქვს მუსიკალური პაუზა?

არ ვიცი, მეც ვერ გავიგე, რა დამემართა, პანდემიას ვერ დავაბრალებ, რადგან მანამდეც გავჩერდი. ახლა მინდა, რომ ახალი სიმღერები დავწერო, ვმუშაობ და იმედია, რომ რაღაც საინტერესოს გამოვუშვებ.

როგორ იწყება შენი დილა?

დილას ღიმილით ვიწყებ, რომ ვდგები და სარკეში ვიხედები, ჩემს თავს ვუღიმი და ვეუბნები, რომ ეკა, დღეს შენ ძალიან კარგი და ძალიან ბედნიერი დღე გექნება. დიდი ხანია ეს ჩვევა მაქვს. მერე მიხარია ის, რომ ყავას დავლევ და ეს კიდევ უფრო მომმატებს ენერგიას. საერთოდ, ვცდილობ, რომ მთელი დღის განმავლობაში კარგი, დადებითი მუხტით ვიყო.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები