26 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის წინასაახალწლო გადაცემას „არის 2023“ გიორგი წიკლაური სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „გული მღერის“ პრემიერა შედგა.
გიორგი, როგორია წინასაახალწლო განწყობა?
განწყობა, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი მაქვს, მით უმეტეს, რომ შობა-ახალი წელი მოდის. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია და ყოველთვის ვცდილობ, რომ ამაღლებული განწყობით ვიყო, რადგან მოგეხსენებათ, ამბობენ, როგორც შეხვდები შობა-ახალ წელს, ისე წავა მთელი წელიო.
როგორი იყო 2022 წელს შემოქმედებითი კუთხით?
კმაყოფილი ვარ ნამდვილად. საკმაოდ დატვირთული ვარ ახლაც, 30 დეკემბერს დაახლოებით 350 კაციანი კორპორატიული საღამო მაქვს. ძალიან კარგი ფაქტი მოხდა საფრანგეთშიც, მომიწია ჩვენს ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა და ოჯახური, თბილი საღამოს გამართვა.
როგორია შობა საფრანგეთში?
ძალიან ლამაზია, სასწაული განწყობაა, აღფრთოვანებული ვარ.
ვისაუბროთ სიმღერაზე „გული მღერის“.
ეს არის გოგი ცაბაძის ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი სიმღერა. გადავწყვიტეთ, სიმღერის „გული მღერის“ ახალი, უფრო მხიარული ვერსია გაგვეკეთებინა, რადგან ახალ წელთან არის დაკავშირებული. ამ ვერსიის ავტორი ცირა ბზიშვილია. ვფიქრობ, ძალიან კარგი და საინტერესო ვერსია გამოვიდა. იმედია, ხალხი შეიყვარებს.
გიორგი წიკლაური – გული მღერის
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფოტოები