LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე და რატი ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ, რომელსაც მსმენელი ძალიან მალე მოისმენს“ – მაკა ზამბახიძე

269
zambaxidze

8 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ „მხიარული დილის“ სტუმარი მომღერალი მაკა ზამბახიძე გახლდათ, რომელმაც „დუეტ ჯორჯიას“ შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 მაკა, როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

რაც „დუეტი ჯორჯია“ გაერთიანდა, ძალიან აქტიური დღის განრიგი მაქვს. ფაქტობრივად, ვერ ვნახულობ ჩემს შვილიშვილს, ისე როგორც მე მინდა. პატარა თავისუფალ მომენტს ჩავიგდებ თუ არა, ეგრევე  სალომესთან ავდივარ, პატარას სანახავად.

შენ და რატის ძალიან ბევრი შემოთავაზება გაქვთ როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ, გაქვთ სიახლეები შემოქმედებაში, დაიწყეთ ბენდთან ერთად მუშაობა. მინდა, რომ უფრო დაწვრილებით მომიყვე თქვენი საქმიანობის შესახებ.

ვთანამშრომლობთ ბენდთან „ერთი შანსი“, სადაც ძალიან მაგარი მუსიკოსები არიან შეკრებილნი და სადაც ჩემი შვილი არის სოლისტი. ძალიან კარგი ჟღერადობა აქვთ, ძალიან კარგად უმკლავდებიან ყველაფერს, კარგად ახერხებენ მსმენელის აყოლიებას და მათ დაკმაყოფილებას, ეს მსმენელმაც კარგად იცის და მეც თამამად ვამბობ. ახლა მე და რატი ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ, რომელსაც მსმენელი ძალიან მალე მოისმენს. ეს არის რატის სიმღერა დათო ფორჩხიძის ლექსზე. ძალიან მზიანი, ზაფხულის სიმღერაა. რატის არ უყვარს თავის თავზე, როგორც კომპოზიტორზე საუბარი, მაგრამ ზუსტად რატის სიმღერამ მოგვაგებინა “იურმალა“. მე ძალიან მომწონს რატის ხელწერა, ძალიან ნიჭიერია, მიუხედავად იმისა, რომ მას მუსიკალური განათლება არ აქვს, ის ისე წერს, რომ არავის ჰგავს მისი ნამუშევრები. რეალურად, რატი მხატვარია, აკადემია აქვს დამთავრებული. მინდა, რომ ახლა სულ რატის სიმღერები გავაკეთოთ და ჩვენი ალბომი ამ სიმღერებით შეიკრას.

გადაცემის ჩანაწერი:

ვიდეო: სცენაზე ერთად ამღერებული დუეტი „ჯორჯია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები