დუეტმა „ჯორჯიამ“ ერთობლივი გამოსვლები განაახლა. რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ გადაწყვიტეს, რომ თაყვანისმცემლებს დიდი ხნის ნატვრა აუსრულონ და კონცერტები ერთად გამართონ, ძველი,ცნობილი რეპერტუარით და ახალი სიმღერებით, ბენდის თანხლებით.
გთავაზობთ ერთ-ერთი ასეთი კონცერტიდან ამონარიდს, სადაც დუეტი „ჯორჯია“ სიმღერას „დაგელოდები“ ასრულებს.