თემურ წიკლაურის ქალიშვილი, ქეთი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს თბილისის საკრებულოდან მიღებულ წერილს, რომლის საშუალებითაც ოჯახს ოფიციალურად აცნობეს, რომ ცნობილი მომღერლის სახელობის სკვერი იხსნება.
ქეთი წიკლაური:
„თეიმურაზ წიკლაურის სახელობის სკვერი…
ხომ ვიცოდი უკვე, მაგრამ ეს წერილი, ოფიციალურად მოსული საკრებულოდან, ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა…
უღრმესი მადლობა თბილისის საკრებულოს და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას და პირადად კომისიის თავმჯდომარეს ნინო ვარდოსანიძეს, და ყველა,ს ვინც ამ პროექტში ჩადო პირადი სურვილი, პროფესიონალური დამოკიდებულება და სიყვარული მამას მიმართ…
მომღერალი თემურ წიკლაური ?
ახლა სკვერის გალამაზება და სწორი მიმართულებით გაკეთება გვაქვს დაგეგმილი.
შემდეგ კი ყველას გახსნაზე დაგიძახებთ!!!“
ქეთი წიკლაური: “მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, ტიროდნენ, მეც ვტიროდი და მამაც ტიროდა სცენაზე…”