LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სულ მშურს ადამიანების, ვინც მზესთან ერთად იღვიძებენ” – ცირა ბზიშვილი

188
cirabzishvili

5 იანვარს, რადიოს “არ დაიდარდო“ რუბრიკის “მხიარული დილა“ სტუმარი გახლდათ კომპოზიტორ-შემსრულებელი ცირა ბზიშვილი, რომელმაც დილის რუტინაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

-ცირა, როგორ შეხვდი 2022 წელს?

-გადასარევად. ოჯახური ტრადიცია გვაქვს, ყოველთვის ერთად ვხვდებით ახალ წელს,  ბედობაც ერთად გავატარეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი წელი იქნება. პოზიტიურად ვარ განწყობილი.

-როდის იწყება შენი დილა?

-სულ მშურს ადამიანების, ვინც მზესთან ერთად იღვიძებს. ბავშვობიდან, ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა დილით გაღვიძებაა. სკოლის პერიოდში მთელი ძალისხმევა სჭირდებოდათ ოჯახის წევრებს ჩემს გასაღვიძებლად. ახლა, როცა დილის სტუმარი ვარ რომელიმე გადაცემაში, მირჩევნია გავათენო და არ დავიძინო ვიდრე დილით ადრე გავიღვიძო. ჩემი გაღვიძება ძალიან დიდი რიტუალია, სანამ ორ ჭიქა ყავას არ დავლევ, არაფრის მაქნისი ვარ. დილით ვარ ძალიან აუტანელი. სამაგიეროდ, ღამით მაქვს ისეთი ენერგია შემიძლია მთები გადავატრიალო (იცინის).

-გაგვიზიარე სამომავლო გეგმები…

-სიმართლე გითხრათ, ზოგადად სპონტანური ადამიანი ვარ და მკაცრად დასახული გეგმები არ მაქვს. მითუმეტეს კოვიდპანდემიის ფონზე, როდესაც სიტუაცია არასტაბილურია. რა თქმა უნდა, ზოგადი ჩანაფიქრები მაქვს. შემოქმედებით საქმიანობას რაც შეეხება უამრავი გეგმა მაქვს. ვთვლი, რომ საქმიანობის მიმართულებით 2021 წელიც საკმაოდ ნაყოფიერი მქონდა.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g