LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო მელიქიშვილი: „არ არის მარტივი, გულით დარდს ატარებდე და თან იღიმებოდე…“

451
takomelikishvili45

მომღერალი, „არ დაიდარდოს“ წამყვანი, თაკო მელიქიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და ამბობს, რომ მისმა ხუთი წლის შვილმა, დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, დედა დაუძახა.

„საბოლოო განკურებამდე შორია, მაგრამ ეს შედეგი ბრძოლის სტიმულს მაძლევს და მაძლიერებს. ასე რომ, ეს წელი სასიამოვნო სიურპრიზებით დაიწყო და გრძელდება… კლიპი გადავიღე, ახალ სიმღერაზე დავიწყე მუშაობა, რატიკომ დედა დამიძახა. წინ მივიწევ და ეს ყველაფერი პოზიტიური სიცოცხლის მოტივს მაძლევს… პოზიტივით ვიმარტივებ ცხოვრებას. სხვათა შორის, ჩემი კლიპი სევდიანია, მაგრამ გადაღებების დროს მე სულ ვიღიმოდი… სულ ვცდილობ, მოღიმარი და მხიარული ვიყო. მიუხედავად ჩემი ტკივილისა, მინდა, ყველა პოზიტიურ თაკოს იცნობდეს. არ არის მარტივი, ატარებდა გულით დარდს და თან იღიმოდე. ყველა ადამიანს აქვს თავისი წილი განსაცდელი და ამან არ უნდა გაგაბოროტოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g