LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის დრამატულ თეატრში ანსამბლების „დიდგორი“ და „შილდა“ კონცერტი გაიმართა

290
cncrt-ardaidardo

მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს დაფუძნდა. მასში გაერთიანდნენ ქართული ხალხური სიმღერის ახალგაზრდა შემსრულებლები. ანსამბლის შემოქმედების მიმართულებაა ძველი ხალხური სიმღერების მოძიება და მისი საშემსრულებლო ხასიათის საფუძვლიანი შესწავლა. ამ საქმეში გუნდის წევრებს უდიდეს დახმარებას უწევს ძველი საარქივო ჩანაწერები.

ანსამბლი შილდა ღვინის კომპანია შილდასა და ფონდ ქართული გალობის ინიციატივით კახეთში 2017 წელს შეიქმნა. ანსამბლში კახეთის სხვადასხვა რაიონის ნიჭიერი ახალგაზრდები მღერიან.

ანსამბლის მთავარი მიმართულება კახური სიმღერის უცნობი ვარიანტების გაცოცხლება და მომავალი თაობისთვის გადაცემაა.

ანსამბლი წარმატებით მართავს ფოლკლორულ კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები