LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ თათარაშვილის კონცერტი, რომელიც ორჯერ გადაიდო, 6 მაისს გაიმართება

126
thumbnail

თემურ თათარაშვილის კონცერტი რესტორანში „ქვევრი“, რომელიც მფლობელიც სალომე ბაკურაძის მეუღლე, ლაშა ბასლანძე გახლავთ, ორჯერ გადაიდო. მიზეზი სხვადასხვაგვარი იყო. ერთი თემურ თათარაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა გახლდათ. მას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს, მომღერალი უკვე გამოჯანმრთელდა და კარგ ფორმაშია, რადგან კონცერტის გამართვა 6 მაისს გადაწყვიტა.

როგორც რესტორნის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „6 მაისი,  გიორგობა… მესამე და სამართალი!.. წინა ორი ივენთი ვერ გაიმართა და ჩვენც არ ვნებდებით!
ამ დაუვიწყარ საღამოს აკომპანირებას გაუწევს ნაიბი კობახიძე – საქსოფონის ჰანგებით.
მაკა ქაჯაია – ქალაქური მუსიკის უბადლო შემსრულებელი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები