LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვახტანგ კიკაბიძის შემოქმედებაზე გავიზარდეთ, მართლაც ცოცხალი ლეგენდა იყო“ – დათო ნეფარიძე

179
img-0514-2020-11-02_10-13-47_411968-1024x683

რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი მომღერალი დათო ნეფარიძე გახლდათ, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა და მომღერალი და კინომსახიობი, ვახტანგ კიკაბიძე გაიხსენა.

 დათო, შენი ყველა სიმღერის ვერსია ისეთია, რომ ყოველი მოსმენისას რაღაც ახალს პოულობ. შენ გეკუთვნის შენი სიმღერების იდეები?

ეს სიმღერები, რა თქმა უნდა, ჩემი იდეებია და მე ყველა სიმღერის თანაავტორიც ვარ, რადგან ბევრ რამეს ვცვლი ხოლმე. რაც მთავარია, კომპოზიტორის სული და ჯიგარი სიმღერაში რჩება, მაგრამ ჩემი სულიც უერთდება და ერთობლივი ნაზავი გამოდის ხოლმე. არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ მეც დიდი წვლილი შემაქვს ხოლმე. ვაწვდი ხოლმე მათ იდეებს, სიმღერაზე მუშაობა მჭირდება, ჩაწერას რომ დავიწყებ, შეიძლება, თვეები გაგრძელდეს.

მინდა ვისაუბროთ ქეთი ხუციშვილის არაჩვეულებრივ სიმღერაზე „ბაიათი“, რომლის არანჟირებაც გივი უსენაშვილს ეკუთვნის.

გივი უსენაშვილი ბრწყინვალე მუსიკოსია, არაჩვეულებრივი არანჟირების გაკეთება შეუძლია. თვითონ რასაც შემომთავაზებს ხოლმე, ყოველთვის ბოლომდე მივყვები. „ბაიათში“ თვითონ შემომთავაზა, რომ სტამბოლში არსებული ორკესტრი „Istanbul strings“ ჩაგვეწერა. სხვათა შორის, 2 თვე ველოდეთ გიტარისტს, რომ ჩამოსულიყო.  გივიმ დიდი წვლილი შეიტანა ამ სიმღერის შექმნაში. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, სრულიად ჩვენს ქვეყანას მივუსამძიმრო ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო, რადგან მის ხმაზე და შემოქმედებაზე გავიზარდეთ, მართლაც ცოცხალი ლეგენდა იყო და დასაფასებელი იყო მისი ყოველი მოქმედება, ყოველი სიტყვა, ყოველი პასუხი. დიდი და განსაკუთრებული ადამიანი იყო.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები