LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზაფხულისთვის ვაპირებ ჩემი პირველი ვიდეორგოლის გადაღებას” – ნათია ქველაძე

7
natia-qveladze...

„რადიო დუეტის” სტუმარი მომღერალი ნათია ქველაძე იყო,  მან „არ დაიდარდოს” ეთერში ახალი სიმღერის პრემიერა გამართა და მისი პირველი ვიდეორგოლის გადაღება დააანონსა, რომელიც დღის სინათლეს ზაფხულში იხილავს.

 რა ხდება შენს შემოქმედებაში საინტერესო, რასაც ექსკლუზივის სახით გავაჟღერებთ?

იწერება ახალი სიმღერები, ვაპირებ კლიპის გადაღებას სიმღერაზე თვალები რამდენს ამბობს”, ეს სიმღერა დიდი ხანია ჟღერს თქვენს ეთერში. ვიდეოს გადაღების იდეა ავტორმა ნატო თოთიბაძემ მომაწოდა, ლამაზი კლიპი გამოვა და მეც დაგეხმარები ყველანაირადო, ზაფხულისთვის ვაპირებთ ჩემი რიგით პირველი ვიდეორგოლის გაკეთებას.

მოგვიყევი ახალ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დრეს გაიმართება?

თეა ჯინორიას სიმღერაა, ყოველთვის მომწონდა ამ კომპოზიტორის სიმღერები, დავუკავშირდი და ვთხოვე პერსონალურად ჩემთვის დაეწერა რაიმე კომპოზიცია, ტექსტი ანი ნოზაძეს ეკუთვნის რომელიც ახლა ამერიკაშია. არანჟირება მარიკა ქაცარავამ გააკეთა და მის სტუდიაში ჩაიწერა. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ სიმღერის გაკეთებაში, განსაკუთრებული მადლობა ხვიჩა მაღლაკელიძეს, რომელმაც ცოცხლად გიტარები დაადო და ძალიან გამილამაზა სიმღერა.

სამომავლო გეგმები როგორია?

მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ ჩვენი ერთობლივი დუეტის ჩაიწერა, სატელევიზიო გადაღება გვქონდა და გია ჯაჯანიძის შოუში გაჟღერდება ბევრისთვის საყვარელი ჩვენი საერთო დუეტი.

 დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებ…

 

ნათია ქველაძე – ჩემი ოცნებები

 

გადაცემის აუდიოჩნაწერი

 

ნათია ქველაძე – მე საიდუმლოს შენახვა ვიცი.Live

 

ნათია ქველაძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები