LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2020“ – ბუთქუნა და თამაზა საახალწლო სიმღერის პრემიერით

13
butquna-da-tamaza-dueti

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს ბუთქუნა და თამაზი საახალწლო სიმღერის პრემიერით „2020“ ესტუმრნენ. სტუმრებმა 2019 წელი შეაჯამეს და რადიო ,,არ დაიდარდოს” მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

ნიკა არაბიძე:

მივესალმებით  რადიო „არ დაიდარდოს“ ერთგულ მსმენელებს, მთელ საქართველოს, გვინდა ეთერის საშუალებით მოგილოცოთ შობა-ახალი წელი.

როგორ შეაჯამებდით 2019 წელს?

ვახო ბიჭიკაშვილი:

შემოქმედებითად იყო ძალიან კარგი წელი, ასევე იყო ცვლილებებიც. დავიწყეთ ახალი პროექტები. ვფიქრობ, რომ სიმბოლური რიცხვი 2020 იქნება ყველასთვის მნიშვნელოვანი. მინდა, რომ მთელი ქვეყანა იყოს ბედნიერი და მომღიმარი.

ვახო მინდა მოგილოცო, შენმა ერთ-ერთმა სიმღერამ „უდარდელა“ ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახურა, ხომ არ აპირებ ცალკე სოლო სიმღერა შესთავაზო მსმენელს?

ვახო ბიჭიკაშვილი:

მადლობა რადიო „არ დაიდარდოს“, რომ ასეთი რეიტინგულები და წარმატებულები ხართ და შესაბამისად ჩემს სიმღერაზეც აისახა ეს ყველაფერი. სოლო სიმღერას ამ ეტაპზე არ ვგეგმავ, თუმცა, მე და ნიკოლოზმა მოგიტანეთ სიმღერა, რომელსაც შევასრულებთ თქვენს ეთერში. ძალიან დატვირთული სეზონი გვქონდა, თუმცა მაინც მოვასწარით სიმღერის და კლიპის ჩაწერა, არანჟირება ეკუთვნის პაატა სილაგაძეს, 4 იანვარს გვქონდა სატელევიზიო კლიპის პრემიერა.

ნიკა არაბიძე:

მინდა ერთი სახალისო ისტორია გავიხსენო, რუსთაველზე ვართ კლიპის გადაღებაზე ღამის 4 საათია, ვიყინებით კაბრიოლეტში და მირეკავს ჩემი ერთი მეგობარი და მეკითხება თუ რას „დავგულაობ“.

ბუთქუნა და თამაზა  – „2020“

ბუთქუნა და თამაზა. ვიდეო კოლაჟი.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები