LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 წლიანი პაუზა გვქონდა, სადაც კი კონცერტი მქონია, მაინც რატის დანაკლისი ჰქონდათ – „დუეტი ჯორჯიას”

6
dueti-jorjia

„რადიო დუეტს” მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი, კვლავ „დუეტი ჯორჯიას” სტატუსით სტუმრობდნენ. მათ გადაცემის ფარგლებში დუეტის გაერთიანებაზე, სამომავლო გეგმებზე და ახალ ერთობლივ ნამუშევარზე ისაუბრეს.  

როგორ მოხდა თქვენი ისევ შეერთება, ვის ეკუთვნის იდეა?

რატი:

არანაირი პრობლემა არ გვქონია, პაუზა იყო გარკვეული დროით, ასევე ამ პერიოდშიც იყო ერთობლივი კონცერტები, სადაც ერთად ვმღეროდით. მაკას ჰყავს პროდიუსერი, მუშაობს, ჩვენ ვაპირებთ რომ ინდივიდუალურადაც გავაგრძელოთ მუშაობა და შიგადაშიგ ურთიერთშეთანხმებით საინტერესო ერთობლივ პროექტებსაც გავაკეთებთ.

მაკა:

5 წლიანი პაუზა გვქონდა და მინდა აღვნიშნო, რომ სადაც კი კონცერტი მქონია, მიუხედავად იმისა, რომ მაკა და რატი ცალ-ცალკე უყვართ, მაინც რატის დანაკლისი ჰქონდათ, ვერ გადაივიწყა ხალხმა “დუეტი ჯორჯია”, ეს იყო ძალიან გლობალური სახელი, გამარჯვება და დიდი სიყვარული. ამის დაწევა ცალ-ცალკე ცოტა რთულია, მაგრამ ყველაფერი შრომის შედეგია, იშრომებ მოგეცემა. ჩვენი კვლავ გაერთიანების თემა თავისთავად მოხდა, ერთმანეთს მიება ყველაფერი, გადაცემებიდან გვირეკავდნენ, ახალ წელს არა ერთ გადაცემაში მივიღეთ ერთად მონაწილეობა, შემდეგ გალა კონცერტზე გამოვედით. დღეს რა სიმღერაც უნდა დავაპრემიეროთ, ბოშური”, ამ სიმღერის კომპოზიტორიც ამბობს, რომ ცალ-ცალკე სიმღერას არ დაგვიწერს. რუსა მორჩილაძეა ეს ადამიანი, რომელზეც ვგიჟდებით, წამყვანი კომპოზიტორია და მან გვითხრაა, რომ თქვენი ხმები ჩამესმოდა ამ სიმღერას როდესაც ვქმნიდიო. ჩემი ბროწეულები” ასე გვეძახის. ჩაწერის ბოლო დღეს მახსოვს არ მოვიდა, მე მათ ვენდობი და ვიცი ყველაფერს კარგად გააკეთებენო.

რატი:

მეამაყება, რომ საქართველოს ასეთი ადამიანი ჰყავს და  ჩვენც მისი შემოქმედების ნაწილი ვართ. ეს სიმღერა ცირა ბზიშვილთან ჩავწერეთ, ყველაფერი ცოცხალია, თვითონ რუსამაც დიდი სიამოვნება მიიღო ჩაწერის პროცესიდან.

პროდიუსერი თუ ჰყავს “დუეტ ჯორჯიას”?

რატი:

არა, მე ძალიან რთული ხასიათი მაქვს, ეგოისტი ვარ, არ გამომდის, მირჩევნია მეგობრობა ყველასთან. ერთმანეთთან იდეალურად ვმუშაობთ, ვითვალისწინებთ ერთმანეთს, ვენდობით და შესაბამისად ყველაფერი რიგზეა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მაკა:

ახლა ისეთ რამეს გეტყვით, რაც რატიმაც არ იცის, ჩემმა გოგომ, სალომემ მითხრა, რომ შენ და რატის სიმღერა უნდა დაგიწეროთო, თვალები გამიფართოვდა სიხარულისგან, რადგან რაღაც მუზა მოუვიდა, მოეწონა ეს ამბავი, წლების წინ კომენტარიც არ გაუკეთებია ჩვენს დაშლაშე, მოკლედ ველოდებით ახალ სიმღერას სალომესგან.

რატი:

გვაქვს გეგმები, 10 აპრილს ბათუმში იგეგმება კონცერტი, მაგრამ ჯერ იდეის დონეზეა და არ დავაკონკრეტებ დეტალებს.

მადლობა სტუმრობისთვის, გელოდებით ახალი ნამუშევრებით…

 

დუეტი ჯორჯია – ბოშური

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

დუეტი ჯორჯია. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები