LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 მაისს „ივენთ ჰოლში” გია დავითიანის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

79
davitianibagashviligrigalashvili

თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემას „რადიო დუეტი” გია დავითიანი, გია ბაღაშვილი და კახა გრიგალაშვილი სტუმრობდნენ. მათი სტუმრობის მიზეზი ამჯერად გია დავითიანის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო, რომელიც 9 მაისს, საღამოს 19:00 სთ-ზე ივენთ ჰოლში გაიმართება

მოგვიყევით საიუბილეო საღამოს შესახებ…

კახა გრიგალაშვილი:

9 მაისს, საღამოს 19:00 სთ-ზე ივენთ ჰოლში გია დავითიანის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. დარწმუნებული ვარ სრული ანშლაგი იქნება და ძალიან მაგარი რეპერტუარით წარვსდგებით მსმენელის წინაშე.

გია ბაღაშვილი:

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ გია დავითიანი ძალიან თავმდაბალი ადამიანია, მან თავად გადაწყიტა, რომ ივენთ ჰოლში” გაგვეკეთებინა მისი საიუბილეო საღამო, არადა დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს დაწყდება გული და დიდი საკონცერტო დარბაზიც თავისუფლად გაივსებოდა. გია ორი ანსამბლის პირველი ხმაა, მრავალმხრივი მუსიკოსია, იქნება სოლო სიმღერები, დუეტები, ის ადამიანები ვინც სცენაზე იდგება ყველა გიას მეგობარია. საკმაოდ რთული პროგრამაა, გიას გარდა ყველას გვეშინია, მსოფლიოში სხვა არავინ მეგულება ამ რეპერტუარზე და ასეთი დატვირთვის პროგრამაზე ხელი მოაწეროს.

ახალი სიმღერები თუ შესრულდება?

კახა გრიგალაშვილი:

სპეციალურად გია დავითიანის საიუბილეო საღამოსთვის ერთი ძალიან მაგარი მუსიკოსი ჩამოდის საქართველოში, ეს არის განთქმული ტენორი ოთარ ჯორჯიკია.  სწორედ იმიტომ, რომ გია გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მუსიკოსია, უამრავი ადამიანური ღირსება აქვს ბევრი ადამიანი თავს ვალდებულად თვლის მის გვერდში დადგეს. მე ვარ ბედნიერი, რომ გიას მეგობარი მქვია და ამ საღამოში ვიღებ მონაწილეობას.

სცენაზე ქართული ხმები, შვიდკაცა, ქუჩის მუსიკოსები, ალილო, მერაბ სეფაშვილი, ნატო გელაშვილი და კიდევ ბევრი მომღერალი იქნება, მთლად ბოლომდე აღარ გეტყვით ყველაფერს…

გია ბაღაშვილი:

ახალი ინტერპრეტაციებით გაჟღერდება ყველასთვის საყვარელი სიმღერები. მთავარი კი არის ის, რომ მსგავსი შემოქმედებითი საღამოები ხელოვანის შემოქმედებითი გზის ერთგვარი რეტროსპექტივაა და ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო საღამო იქნება.

საერთო ჯამში რამხელა პროგრამა იქნება?

ალბათ 1 საათი და 50 წუთი გაგრძელდება, კიდევ ერთი მხარეა, რომელიც დაამშვენებს ამ საღამოს, ეს არის გიას ლექსები. არცერთ ნომერში გია პასიურ მდგომარეობაში არ იქნება. ეს იქნება მაღალპროფესიული დამოკიდებულებით გამართული საღამო.

გია დავითიანი: ჩემს ლექსებს გოგოლა კალანდაძე წაიკითხავს.

გია, როგორია მოლოდინი?

ასეთი გრანდიოზული და პომპეზური დაბადების დღე ცხოვრებაში არ მქონია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობრები ჩემს გვერდით არიან, უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს. მიშა შეყრილაძე მინდა ვახსენო, მისი დამსახურებით სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოისხმება ღვინო, გორული მწვანე. მადლობა თბილისის მერიას და მადლობა თქვენ ”არ დაიდარდოს” გვერდში დგომისთვის.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ია დავითიანი, გია ბაღაშვილი, კახა გრიგალაშვილი – შენ გაზაფხულის სუნთქვა ხარ. Live

 

გია დავითიანი, გია ბაღაშვილი, კახა გრიგალაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები