LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ტრამპლინი იყო „არ დაიდარდო” – ნინო ჩხეიძე

51
nino chxeidze

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემა „ღვინო დუდუკი ქალების”  სტუმარი მომღერალი ნინო ჩხეიძე იყო, რომელმაც პირველი ნაბიჯები სწორედ „არდაიდარდოს” ეთერში გადადგა. გადაცემის ფარგლებში ნინოს და „ნიუ ბენდის” შესრულებით ყველასთვის საყვარელი სიმღერის „ყვავილების ქვეყანა” ახალი ვერსიის პრემიერა შედგა.

გავიხსენოთ შენი პირველი ნაბიჯები, ძნელი იყო ის გზა, რაც გაიარე, იმ საპატიო ადგილის დასაკავებლად, სადაც ახლა ხარ?

ჩემი ტრამპლინი იყო არ დაიდარდო” და უდიდესი მადლობა გიორგი მშვენიერაძეს, რომელიც პირველი ნაბიჯების გადადგმის დროს ძალიან დაეხმარა, ჩემთვის უცხო იყო ეს სფერო, არ ვიცოდი, როდესაც სიმღერა ჩავწერე, სად უნდა წამეღო, მიიღებდნენ თუ არა, მაშინ არ იყო ასეთი აქტუალური ის ჟანრი, რომელსაც მე ვმღერი. მახსოვს მოვადექი არ დაიდარდოს”, გავიცანი გიორგი, რომელმაც მითხრა, რომ მე მომწონს ეს სიმღერა, მოდი გავუშვათ და ვნახოთ ხალხს როგორ მოეწონებაო, პირველი იყო „ჩემი გმირი გიწოდე”, დუდუკებში იყო გაკეთებული, მახსოვს რომ დავაპრემიეეთ მაგის შემდეგ 24 საათი ვუსმენდი არ დაიდარდოს”, თხოვნებს ველოდებოდი, 7 საათზე იწყებოდა მახსოვს და თითოეული ადამიანის სახელი და გვარი ვიცოდი ვინც ამ სიმღერას ითხოვდა და უზომოდ მიხაროდა რომ მოსწონდათ. მეც ბევრჯერ გამომიგზავნია მესიჯი, გთხოვთ გაუშვით ნინო ჩხეიძის სიმღერა. შემდეგ ეს სიმღერა ჩარტში გამოჩნდა და კვირის ათეულის სამეულში შევიდა და გიორგიმ მითხრა კარგი შედეგია,  გააგრძელე ჩაწერა სიმღერების, მეორე რა გაქვსო, მე მქონდა  წაღვერი და თბილისი”, მოვიტანე და ძალიან მოთხოვნადი და პოპულარული გახდა.

ზოგადად, ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ხელშეწყობა სჭირდება, რეალურად არც ვართ ბევრი ახალი სიმღერით განებივრებული და რაც მეტი გაზიარება და გავრცელება ექნება ქართულ სიმღერას მისასალმებელია.

ახლახან დაბრუნდი ისრაელიდან, გასტროლი გქონდა, როგორი ემოციებით დახუნძლული მოდიხარ იქიდან?

როდესაც ემიგრანტებთან ჩავდივარ და მათთვის ვმღერი, ეს ძალიან ემოციურია, რადგან ისინი წლებია მოწყვეტილი არიან თავიანთ სამშობლოს, ოჯახებს. როდესაც ასეთი ადამიანი მოდის შენს კონცერტზე რომ მოგისმინოს, მოგეფეროს, საქართველოს სიყვარული შენში გადმოიტანოს, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა და ამავე დროს ძალიან დიდი ბედნიერიერების მომნიჭებელი.

ყოველთვის სიხარულით მივდივარ, მსგავსი კონცერტები გარდა ისრაელისა მქონია გერმანიაში, საბერძნეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში არ ვყოფილვარ ჯერ. ყველაზე მეტად რაც მომწონს, მიუხედავად ამდენი გაჭირვებისა, ეს ადამიანები იმდენად ლაღები, ხალისიანები, კეთილები არიან, მიფიქრია კიდეც, რომ სამაგალითოა ამ ადამიანების განწყობა და აზროვნება ჩემთვის და მადლობა მათ სიყვარულისთვის.

როგორია მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები?

ბოლო წელია აქტიურად ვმუშაობ ნიუ ბენდთან” ერთად, ძალიან ბევრი სიმღერა დამიგროვდა რეპერტუარში, თხუთმეტი ალბომი მაქვს უკვე გამოშვებული. საუკეთესო სიმღერებს მოვუყარეთ და ნიუ ბენდთან” ერთად გავაკეთეთ ახალი პროგრამა, ახალი ვერსიები.  ჩემი სამომავლო გეგმებიც ნიუ ბენდს” უკავშირდება, გვაქვს გასვლითი კონცერტები, ვაპირებთ კლიპის გადაღებას, კონცერტის გამართვას, 6 ივნისს ჩემი დაბადების დღეა და ამ დროისთვის ძალიან ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ და აუცილებლად დაგპატიჟებთ.

სიმღერის პრემიერა გვაქვს, მოგვიყევი ამ სიმღერის ისტორია?

ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მინდოდა ბევრი მემღერა შენს გადაცემაში, მაგრამ გაციებული ვარ და ვერ ვახერხებ, მაგრამ გამოვასწორებ. რაც შეეხება სიმღერას, რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ, ეს არის ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ყვავილების ქვეყანა”. ახალი ვერსია, ბექა ნიკოლაიშვილმა გააკეთა, ლაივ ვერსია ჩაიწერა ჩემს სტუდიაში, მინდა ნიუ ბენდის” ლაივ ჟღერადობა მოგასმენინოთ, უახლოეს მომავალში ალბომიც გამოვა, სხვა ხარისხით, იმედი მაქვს მოგეწონებათ, ძალიან მაინტერესებს ყველას აზრი და შთაბეჭდილება.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

ნინო ჩხეიძე & ნიო ბენდი – ყვავილების ქვეყანა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ნინო ჩხეიძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები