LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი პირველი ერთობლივი ნამუშევარია“ – პრემიერა „არ დაიდარდოში“

10
chinchaladze..

 „რადიო დუეტის“ სტუმრები  „არ დაიდარდოს“  წამყვანი და მომღერალი ლევან გულბათაშვილი და კომპოზიტორ-შემსრულებელი ზურაბ ჩინჩალაძე იყვნენ, მათ გადაცემის ფარგლებში ახალი, ერთობლივი ნამუშევრის სახელწოდებით „ემიგრანტის ნოსტალგია“ პრემიერა გამართეს.

 როგორ შეხვდით ერთმანეთს, რატომ გადაწყვიტეთ დუეტის გაკეთება?

ლევანი:

ჩვენი პირველი ერთობლივი ნამუშევარია, როგორც ბატონმა ზურაბმა გაგვიმხილა თავდაპირველად ეს სიმღერა ფრანგული ტექსტით გაჟღერებულა, თურმე საფრანგეთში მღეროდნენ ამ სიმღერას ფრანგი ქალბატონის დაწერილ ტექსტზე, ჩვენ კი ქართული ვერსია წარმოვადგინეთ, ნინო სირბილაძის ლექსზე. არანჟირება ბექა გაბუნიამ გააკეთა.

ზურაბი:

ეს სიმღერა ალუდა ქეთელაურმა იმღერა გიტარაზე, შემდეგ კი მირანდა მაისურაძემ აიღო თანხმობა და მღეროდა, ამჯერად კი ჩვენ ავიღეთ მირანდას დახმარებით რაღაც-რაღაცეებში თანხმობა და ერთობლივად გავაკეთეთ. ”ზ სტუდიაში” ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერა, ძალიან ნიჭიერი ბიჭი და კარგი ადამიანია.

როგორია სამომავლო გეგმები?

ზურაბი:

კახეთში ვიყავი ახლახანს და იგეგმება ახალი სიმღერის ჩაწერა ქართველ პილოტებზე, ძალიან ბევრი პილოტი მეგობრები მყავს და მთხოვეს ჩვენზე დაწერეო, ვიდეორგოლის გადაღება მარტში დაიწყება თვითმფრინავებთან ერთად. ქართული ავიაციის ჰიმნი იქნება.

ლევანი:

ახალ პროექტზე ვმუშაობთ, ამ ყველაფერს წარმატებული ადამიანები შექმნიან და შესაბამისად სტარტი იქნება წარმატებული. აღვნიშნავ, რომ ამ პროექტში ბატონი ზურაბის სიმღერებიც იქნება წარმოდგენილი და ამ ყველაფერში რადიო ”არ დაიდარდოს” ძალიან დიდი  წვლილი იქნება. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, ძალიან მალე ყველაფერს გავიგებთ.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები…

 

გულბათი & ზურა ჩინჩალაძე – ემიგრანტის ნოსტალგია

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გულბათი & ზურა ჩინჩალაძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები