LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დადგა დრო, ფონოგრამები ცოცხალმა მუსიკამ ჩაანაცვლოს“ – კახა გრიგალაშვილი

46
კახა-გრიგალაშვილი-&-დათო-ლონდარიძე

10 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ კახა გრიგალაშვილი და დათო ლონდარიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც თავიანთ ერთობლივ მუსიკალურ პროექტზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გადაცემაში სიმღერის „აპრილი მოვა იებით“ პრემიერა შედგა.

კახა, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

 კახა: ანსამბლში სიახლეები გვაქვს რეპერტუართან, სტრუქტურულ წარმოდგენებთან დაკავშირებით. გვგონია, რომ დადგა დრო, ფონოგრამები ცოცხალმა მუსიკამ ჩაანაცვლოს, რადგან მართლა მოჭამა თავისი დრო, პერიოდი და რაღაცნაირად ყველამ უნდა გავიჭირვოთ და ისევ და ისევ იმ ძირძველ, ნაღდ საესტრადო შოუს და იმ ელემენტებს უნდა დავუბრუნდეთ, რასაც ცოცხალი მუსიკა ჰქვია. გარანტირებულად სხვა ხარისხზე გვაქვს ორიენტირი და სხვა შემართებით ვართ. დათო ერთ-ერთი წამყვანია ამ ბენდში. ბენდში ასევე არიან: ლევან აბშილავა, ლევან ჩხაიძე და გიორგი ჭაოჭიძე.

დათო: სხვადასხვა ბენდებიდან გავერთიანდით ერთობლივი ასეთი პროექტისთვის.

რამდენი ხანია, რაც ამ პროექტზე მუშაობთ?

კახა: უკვე თითქმის ერთი წელია. პროგრამაც გროვდება და ახლა უკვე ვაპირებთ, რომ სიმღერების სტუდიური ვერსიები ჩავწეროთ.

დათო: ერთი კარგი ალბომი ელის ჩვენს საზოგადოებას. ამ ალბომში გვინდა დავაფიქსიროთ ის აზრები, რაც „ქართულმა ხმებმა“ და ბენდმა ერთმანეთში გავიზიარეთ.

კახა: ჩვენი სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ალბომის გამოშვებას არანაირი კომერციული აზრი აღარ აქვს. ბოლოს როდის გაიგეთ, რომ ვინმემ რაიმე დისკი იყიდა. ყველა უკვე სოციალურ ქსელზეა გადასული და იქ თუ მოხდება ხოლმე სიმღერის წარდგენა. ეს ალბომიც სასაჩუქრედ იქნება.

ძირითადად რა პროგრამაზე, რა სიმღერებზეა საუბარი?

კახა: ეს არის ჩვენი ძველი, საფირმო სიმღერები, რომლითაც შევუყვარდით მსმენელს. სიმღერები არის აბსოლუტურად ახალი არანჟირებით. განწყობა, რა თქმა უნდა, ქართულია, მაგრამ სულ ახლებურად არის დანახული ეს სიმღერები. ამავდროულად ვაკეთებთ ძველი სიმღერების პოპურებს. ვეძებთ სიახლეებს. სამწუხაროდ, ახალი სიმღერები ძალიან ცოტაა.

დათო: მე ძალიან ხშირად მიწევს ხოლმე სხვადასხვა მუსიკოსებთან ერთობლივ პროექტებზე მუშაობა და ყოველთვის აღვნიშნავ, რომ „ქართული ხმებიდან“ სხვა რაღაც მოდის, სხვანაირი მუხტი, სხვანაირი ძალაა, ძალიან ბევრი რაღაც აღიძვრება შენს სულიერ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ, ახლა ამას თან დაემატა გიტარა, დრამი, თანამედროვე ჟღერადობები. რაღაცნაირი, კარგი შერწყმაა.

 კახა: ეს იქნება „ქართული ხმების“ და ბენდის ერთობლივი პროექტი. გვინდა, რომ საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ჩავიდეთ და ჩვენს მსმენელს მოვეფეროთ.

დათო, ხშირად ჩნდები შენს მეუღლესთან ერთადაც, გაქვთ საერთო პროექტები. ამჯერად თუ უმზადებთ მსმენელს რაიმე საინტერესო სიახლეს?

დათო: კი, გვაქვს რაღაც გეგმები. ახლა რამდენიმე სიმღერაზე ვმუშაობთ, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩავწეროთ.

ვისაუბროთ სიმღერაზე „აპრილი მოვა იებით“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

 კახა: ამ სიმღერას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ქალბატონ მარიკო კვალიაშვილის არაჩვეულებრივი სიმღერაა. ტექსტის ავტორი ნუგზარ ნავერიანი გახლავთ. ფორტეპიანოს ლევან ჩხაიძე უკრავს. ჩაიწერა თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში. ჩემებურად მოვირგე ეს სიმღერა.

 

კახა გრიგალაშვილი – აპრილი მოვა იებით

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები