LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ლამაზი და გემრიელი ქავერი გამოვიდა” – „სეიშენი”

36
seisheni

„რადიო დუეტს” 90-იანი წლების ყველასთვის საყვარელი ჯგუფი „სეიშენი” ახალი პროექტის პრეზენტაციით სტუმრობდა, რომლის ფარგლებშიც 14 სიმღერაზე მუშაობა უკვე დასრულებულია.  „რექავერი” ასეთია პროექტის სახელწოდება, რომელიც როგორც ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს დაუსრულებელია და მუდმივად გაგრძელდება.

რა სიახლეებია ჯგუფის შემოქმედებაში?

ჩვენთან ბევრი ახალი და საინტერესო ამბავია, პირველ რიგში აღვნიშნავ კონცერტს, რომელმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა ჩვენს ქალაქში, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში. რამდენიმე წლის შემდეგ ეს იყო ჯგუფის ძალიან სანახაობრივი და ჟღერადობითაც მაღალი ხარისხის კონცერტი, რომელზეც ძალიან დიდი ენერგია დავხარჯეთ.

რამ გამოიწვია ჯგუფის პაუზა?

არასოდეს არ გავჩერებულვართ, თავიდან ოთხმა დავიწყეტ, შემდეგ იყო დრო, როდესაც სამნი ვიყავით, შემდეგ ორი. ბოლო სამი წელია არ გამოვჩენილვართ, მაგრამ არ დავშლილვართ. ჩვენ პირველ რიგში ძალიან მაგარი მეგობრები ვართ, სისხლი და ხორცი ერთმანეთის, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ყველაფერს, გულით ვაკეთებთ ყველა საქმეს. მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა მომღერლების თუ ჯგუფების მხრიდან პაუზის აღება, თუნდაც იმიტომ რომ  საზოგადოებას თავი მოანატრო.

რას გულისხმობს თქვენი ახალი პროექტი?

რექავერი” ასე ქვია ჩვენს პროექტს და მის ფარგლებში თვეში ერთი ან ორი ახალი სიმღერა გაკეთდება. ამ დროისთვის 14 სიმღერა უკვე მზადაა,  ამ პროექტის მიზანი არ არის ამ სიმღერების ერთ ალბომად შეკვრა,  ეს არის დაუსრულებელი პროექტი, რომელიც გაგრძელდება მუდმივად. მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მსმენელმა ორმაგი სიამოვნება მიიღოს ერთი სიმღერიდან. საკმაოდ დიდი გამოწვევის და სირთულეების წინაშე ვართ და შემართებით შევეჭიდეთ ყველაფერს.

„როგორ დავემდურო ბედს” „სეიშენის” შესრულებით, ვის ეკუთვნის იდეა?

კომერცია არის ის, რაც ცხელია” მოირგო და განახლებული ვერსია შესთავაზო საზოგადოებას, უამრავი კარგი შესრულება არსებობს, მაგრამ მსგავსი განსხვავებული ვერსია არ გაკეთებულა. ძალიან ლამაზი და გემრიელი ქავერი გამოვიდა.

როგორია სამომავლო გეგმები?

მომავალში ვგეგმავთ მუსიკალური ბენდის შეკვრას, კასტინგის საფუძველზე შევარჩევთ, ვაპირებთ ქუთაისში განვახორციელოთ ეს იდეა. ეს იქნება ახალი მოტივაცია და ინტერესი, ამ ნაბიჯით გვინდა ჩვენს ქალაქს გვერდით დავუდგეთ. ასევე გეტყვით, რომ ძალიან მალე გამოვა დამპირდის” ჩვენი ჰიტის ვიდეოვერსია, განახლებული 15 წლის შემდეგ, გახსოვთ ალბათ ძველი ვიდეორგოლი და ამჯერად კლიპიც რექავეს შემოგთავაზებთ.

მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ.

 

სეიშენი – როგორ დავემდურო ბედს

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

სეიშენი – დამპირდი. Live

 

სეიშენი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები