LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან მიხარია, რომ ჩემს რეპერტუარში პატრიოტული სიმღერა იქნება… სიმღერის მუსიკა და არანჟირება გიორგი დათიაშვილს ეკუთვნის” – თაკო მელიქიშვილი

86
თაკო-მელიქიშვილი-&-გიორგი-დათიაშვილი

21 ივლისს რადიო “არ დაიდარდოს” და თაკო მელიქიშვილის გადაცემას “რადიო დუეტი” მომღერალი გიორგი დათიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაში არსებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის “ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს” ახლებური ვერსიის პრემიერა შედგა, რომელსაც თაკო მელიქიშვილი ასრულებს და რომლის მუსიკის და არანჟირების ავტორიც გიორგი დათიაშვილი გახლავთ.

გიორგი, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

გაუჩერებლად ვმუშაობ ალბომზე ბენდ “Monkey business”-თან ერთად. ამას დაემატა ახალი იდეა, რომელსაც Harry rules-თან ერთად ვახორციელებ. ეს არის ელექტრონული მუსიკა და უკვე მზად გვაქვს რამდენიმე ტრეკი. ვმუშაობ სხვა რაღაცებზეც და დღეს ძალიან ექსპერიმენტულ ნამუშევარს წარვუდგენთ მსმენელს.

წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ საკუთარ თავს პატრიოტულ სიმღერაში ვერ ვხედავდი. ალბათ, რაღაც გარკვეულ პერიოდს ველოდი და ეს მომენტიც დადგა. როცა ჭეშმარიტად ქართულ ტალღაზე მუშაობ, ერთი პატრიოტული სიმღერაც უნდა გქონდეს. ჩვენმა მსმენელმა კარგად იცის, რომ მე ყოველთვის ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებ ემიგრანტებზე და განსაკუთრებით ვეფერები მათ. ვფიქრობ, ეს მათი ძალიან დიდი ტკივილია და სანამ ემიგრანტი არ გახდები, ამას ბოლომდე ვერ ჩაწვდები იმ სევდას, რაც მათ აქვთ, მაგრამ მე მაინც ასე თუ ისე ვგრძნობ მათ მონატრებას საქართველოსადმი და ძალიან მიხარია, რომ ჩემს რეპერტუარში პატრიოტული სიმღერა იქნება. შენი შესრულებით დღემდე მოთხოვნადია ეს სიმღერა და ძალიან დიდი მადლობა, რომ მომანდე.

გულით გადმოგეცი ამ სიმღერის გასაღები, თან ახალი ვერსიაა, რადგან არ გვეზარება ახალ რაღაცებზე მუშაობა და არც ექსპერიმენტებს ვუშინდებით.

უნდა აღვნიშნო, რომ ახლახან ახმეტაში გაიმართა რაღაც ღონისძიება, სადაც ჩემთან ერთად მღეროდა ხალხი ამ სიმღერას, შეიძლება ითქვას, რომ ისინი მღეროდნენ და მე ვყვებოდი. ისეთი ემოცია და სიყვარული იყო, ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა. მადლობა სიმღერისთვის. სიმღერის მუსიკა და არანჟირება გიორგი დათიაშვილს ეკუთვნის.

ორჯერ მეტ წარმატებას ველით შენი შესრულებული ამ ვერსიიდან.

 

თაკო მელიქიშვილი – ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები