„რადიო დუეტის” სტუმარი ახლად შექმნილი ჯგუფი „ფრენდ-სი” იყო, მათ გადაცემის ფარგლებში სადებიუტო ნამუშევრის რადიო პრემიერა გამართეს. გოგონათა კვარტეტმა მსმენელს ცოცხალი შესრულება შესთავაზა და სამომავლო გეგმებიც გაუზიარეს.
გაგვეცანით, წარგვიდგინეთ თქვენი თავი?
ჩვენ ვართ ჯგუფი „ფრენდ-სი” ჩამოვყალიბდით 2018 წელს, როგორც ჯგუფი ახალბედები ვართ, მაგრამ როგორც სოლო მომღერლები საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ჯგუფის თითოეულ წევრს და გადავწყვიტეთ გავერთიანებულიყავით და ერთად გვემღერა.
თქვენს ტალღაზე ჩვენი როგორც სოლო შემსრულებლების არაერთი სიმღერა ტრიალებს, „ფშავური”, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ მოვიტანე და კიდევ შემორჩენილია მუსიკალურ ბაზაში, ასევე ჩემი და „თეატრალური კვარტეტის” დუეტები „მონატრების წუთები” და „მთის ლეგენდა”, ასევე „გამოიდარებს” და კიდევ რამდენიმე…
ვის ეკუთვნის სიმღერა რომლის პრემიერაც გვაქვს დღეს და ვის იყო იდეა ?
სხვა და სხვა დროს, არაერთი მომღერალი მღეროდა ამ სიმღერას, მათ შორის სტივ ვანდერი. ჩვენი სადებიუტო ნამუშევარია, ჩვენ ჩვენებურ ვერსიას შემოგთავაზებთ, შეიძლება ვერც კი იცნოთ პირველადი კომპოზიცია. მადლობა ნანა ცინცაძეს ულამაზესი ტექსტისთვის, არანჟირება ეკუთვნის კობა მესხიას, ჩაიწერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში. დიდი მადლობა მეკო ქავთარაძეს, ჩვენს ხელმძღვანელს რომელიც ყველანაირად გვეხმარება.
როგორია თქვენი სტრატეგია, რას გეგმავთ ჯგუფის პოპულარიზაციისთვის?
ბაზარზე გოგონათა კვარტეტი ნაკლებად არის წარმოდგენილი, პირველ რიგში ჩვენი საფიქრალი იყო თუ რომელი ჟანრი გვემღერა, გადავწყვიტეთ ვიმღეროთ პოპი, ოღონდ ხარისხიანი. ყველგან ცოცხლად ვმღერით და ხარისხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე მუსიკას ვირჩევთ, ქალაქურ თუ ხალხურ სიმღერასაც დიდი სიამოვნებით ვასრულებთ და ძალიან გვიყვარს.
როგორია სამომავლო გეგმები?
ვმუშაობთ ახალ სიმღერაზე და მალე ჩავწერთ, ასევე გვაქვს მოწვევები იტალიიდან და საფრანგეთიდან, ჯერ-ჯერობით მოლაპარაკების პროცესია და ვნახოთ რა გამოვა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ სოციალურ ქსელში გვაქვს ჩვენი ჯგუფის გვერდი სადაც ყველა სიახლეს ვაანონსებთ.
ფრენდ-სი – მოდი მალე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
Friend-სი – იები. Live
Friend-სი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



