LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გული დაგიხატე” – გიორგი კელაპტრიშვილი ლილიკო ნემსაძის სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში”

36
kelaptrishvili-sho0w-dueti

რადიო „არ დაიდარდოს” გადაცემას „რადიო დუეტს” ორი უნიჭიერესი ადამიანი, ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძე და მომღერალი გიორგი კელაპტრიშვილი ესტუმრნენ. გადაცემის სტუმრებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და სიმღერის „გული დაგიხატე” პრემიერაც შემოგვთავაზეს.

რა სიახლეებით გვესტუმრეთ?

ლილიკო ნემსაძე:

თქვენ იცით, რომ სიმღერის დასაპრემიერებლად იშვიათად დავდივარ, თუმცა, ისე მოხდა, რომ ეს სიმღერა ჩემთვისაც სიახლეა, არის თანამედროვე და თინეიჯერული, თუმცა მელოდიურ ხაზს არ ვარღვევ არასდროს. ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა, გიორგიმ ისე წარმოაჩინა საკუთარი თავი „მხოლოდ ქართულში”, რომ ის ყველაფერ კარგს იმსახურებს და ასეთ ახალგაზრდებს ყოველთვის უნდა დავუდგეთ მხარში. ასევე მზადდება მეორე სიმღერაც „ბრავო რეკორდში” და ორივე სიმღერის ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს, მუსიკა კი არის ჩემი, არანჟირების ავტორია ალეკო ბერძენიშვილი. ყველა ახალგაზრდას, თუნდაც ჩემს შვილს ვეუბნები, რომ მთავარია საკუთარ თავზე მუშაობა და აქტიურობა, რომ გახდე საკუთარი საქმის პროფესიონალი.

გიორგი კელაპტრიშვილი:

იგეგმება სატელევიზიო პრემიერა გადაცემა „პროფილში”. როდესაც „მხოლოდ ქართული” დამთავრდა მქონდა პაუზა, ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის, რადგან პროექტის დროს ვგრძნობდი ხალხის სიყვარულს, აქტიურობას. შემდეგ გავიცანი ისეთი საინტერესო კომპოზიტორი, როგორიც ლილიკოა, ასევე ზურა მჟავიამ დამიწერა სიმღერა, რომელიც პროექტის ფინალში ვიმღერე, ამ ყველაფერში კი დამეხმარა ჩემი პროდუსერი ნინო ფასურიშვილი.

როგორია თქვენი სამომავლო გემგები?

ლილიკო ნემსაძე:

ჩემი სამომავლო გეგმა ისაა, რომ ვაპირებ კონცერტის ორგანიზებას, შემოქმედებით საღამოს, რაც შეეხება გიორგის, მინდა ვთქვა, რომ ის ბევრ წარმატებას მიაღწევს, მას აქვს უკვე რამდენიმე სიმღერა და დიდი იმედი მაქვს, რომ ექნება საკუთარი ალბომი.

 

 გიორგი კელაპტრიშვილი – გული დაგიხარე

 

გადცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი კელაპტრიშვილი და ლილიკო ნემსაძე.  ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები