LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამდვილად ვარსკვლავთცვენა იქნება ოტიუმში, მეც ვიმღერებ” – რუსა მორჩილაძე

5
rusa-morchiladze

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები” კომპოზიტორ-შემსრულებელი რუსუდან მორჩილაძე სტუმრობდა. 31 მარტს ხელოვანი ტრადიციად ქცეულ კონცერტს გამართავს, რომელზეც როგორც თავად აღნიშნა,  ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იქნება. გადაცემის ფარგლებში სპექტაკლისთვის „შეყრა” დაწერილი ბოშური სიმღერის განსხვავებული ვერსიის რადიოპრემიერა შედგა, რომელსაც მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი ასრულებენ.

პირველი ნათელი წერტილი, პიველი სიმღერა, რომელიც ქართველ ერს აჩუქე, საიდან გაჩნდა რუსა მორჩილაძე ჩვენთვის?

მე მაშინ არ ვიცოდი, რომ ერს ვჩუქნიდი რაიმეს, დედაჩემს და ოჯახის წევრებს ვაჩვენებდი ხოლმე ძირითადად, 15 წლის ასაკიდან დავიწყე სიმღერების წერა, მაშინვე ვგრძნობდი, რომ მუზიცირება ძალიან მიტაცებდა, მუსიკით ვცხოვრობდი მთლიანად, მთელი ჩემი ბავშვობა მხოლოდ მუსიკა და სიმღერაზე სიარული მახსოვს. პირველი სიმღერა იყო იები”, რომელსაც ნინო ქათამაძე ასრულებს. მაშინ ძალიან მომწონდა და მიყვარდა ფოლკლორი და ამერიკული მუსიკა, მე ბავშვობაში ხალხურ საკრავთა ანსამბლში ომარ კელაპრტიშვილთან ვმღეროდი, ბიძა იყო ჩემი და მისი გაზრდილი ვარ. სინთეზი მოხდა ჩემში ქართული ფოლკლორის და ამერიკული მუსიკის, ვერც ერთი ვერ დავთმე, როდესაც ვწერდი ვგრძნობდი, რომ ორივე იყო ჩემში. ასე ნელ-ნელა დავიწყე, მერე მეგობრებში გავრცელდა, კონსერვატორიაში ჩავაბარე, კვარტეტი გავაკეთე და ასე მოვდივარ…

შემდეგი იყო „თბილისო” მაია ყარყარაშვილის შესრულებით…

ეს ძალიან სასაცილო ისტორიაა, თბილისო” არ იყო სიმღერა, სამეგობრო წრეში სუფრასთან როცა ვიყავით, მე მიმაჯენდნენ ინსტრუმენტთან და როგორც საცეკვაო მუსიკას ისე ვუკრავდი სხვადასხვა ვერსიას. მაიას მეუღლემ ისე, რომ მე არც მკითხა წაიღო თინა ნაცვლიშვილთან, ტექსტი გაუკეთა და ასე იქცა სიმღერად. მაიას მთელი ალბომი აქვს ჩემი და მინდა რომ განვაახლებინო, რადგან არსად არ ჟღერს სამწუხაროდ.

საიდან და როდის მოდის მუზა?

დილას ჩემს მუზებს ძინავს, ძალიან მძინარები არიან, უფრო საღამოს, რაიმე ემოციაზე, შთაბეჭდილებაზე, ამბავზე მოდიან ან უნდა ავენთო რაიმე იდეით…

პირველი მიუზიკლი „გაყრა”, რომელიც მუსკომედიის თეატრში დაიდგა…

მე და დოიმ ერთმანეთი ვიპოვეთ, ორმა ხელოვანმა ადამიანმა,  ორმა ჩვენი საქმის პროფესიონალმა.  მე ბედნიერი ვარ, როდესაც თქვენს თეატრში რაიმე ახალ პროექტს ვიწყებ, მე ვარ სახლში, როდესაც მუსკომედიაში” ვარ. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ირინა სანიკიძე პირველია, ჩვენ ერთად გავდივართ ცხოვრების გზას, ვუგებთ, ერთნაირი გემოვნება, აზროვნება, მენტალიტეტი, ბევრი შეხების წერტილი გვაქვს და ის ჩემთვის ნომერ პირველია.

ვისაუბროთ ბოშურ სიმღერაზე, რომელიც მიუზიკლ „შეყრას” ამშვენებს, დღეს კი განსხვავებულ ვერსიას მოვისმენთ…

დოიმ მითხრა ბოშური სიმღერა უნდა დაწეროო, ძალიან მიყვარს ბავშვობიდან ეს ხალხი, მათი მუსიკა, ცეკვა, ვფიქრობდი ფამილარული არ გამომსვლოდა ან რაიმეს არ დამსგავსებოდა, მაგრამ ნამდვილად ბოშურია, არაფერს არ ჰგავს და მახსოვს, როდესაც რეპეტიციებზე შენ შენს მეგობრებთან ერთად ამას მღეროდი, უბედნიერესი ვიყავი. რაც შეეხება დღეს დასაპრემიერებელ ვერსიას, მაკა და რატი ასრულებენ, ძალიან უხდება ეს ორი ადამიანი ერთმანეთს, თბილისობისთვის”  გაკეთდა ეს ვერსია და მინდა დღეს თქვენთან დაპრემიერდეს.

რა ელოდება მსმენელს ტრადიციად ქცეულ 31 მარტს ოტიუმში?

წლევანდელი ამბავი განსხვავებული იქნება, რადგან მიუზიკლის შეყრა” საკონცერტო ვერსია იქნება წარმოდგენილი, მეორე ნაწილი კი ჩემს პრემიერებს მიეძღვნება. შეყრა”ეს არის უპოზიტიურესი სპექტაკლი და ყველას ვურჩევ, წავიდნენ და უყურონ, ისიამოვნონ, ასეთი განწყობით ვერსაიდან ვერ გამოხვალთ. 31-ში ნამდვილად ვარსკვლავთცვენა იქნება ოტიუმში, მეც ვიმღერებ ალბათ, მაგრამ იმდენი საინტერესო და ახალი ნომერი შესრულდება, მინდა დავჯდე და ვუყურო ამ კონცერტს, ასევე კონფერანსიეს სტატუსსაც მოვირგებ.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის…  

 

სოფო ნიჟარაძე და ალეკო ბეგალიშვილი – სოფო, სოფო (Дорогой)

 

დუეტი ჯორჯია – ბოშური

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

რუსა მორჩილაძე – იასამანი. Live

 

რუსა მორჩილაძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები