LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მინდა ყველას მოგილოცოთ 2021 წელი, ღმერთმა იმის ძალა მოგვცეს, რომ ყოველთვის მხნედ შევხვდეთ ნებისმიერ დაბრკოლებას” – ცირა ბზიშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

4
cirabzishvili2012

რადიო ,,არ დაიდარდოსსაახალწლო გადაცემის ,,არის 2021″ სტუმარია  უამრავი სიმღერის ავტორი და შემსრულებელი ცირა ბზიშვილი ახალი სიღერის პრემიერით „შენ არ ხარ მარტო“, რომელიც ალექსანდრე ზაზარაშვილს დაუწერა.

შევაჯამოთ 2020…

ვფიქრობ, რომ ხელოვან ადამიანებს სამსახურის გარეშე დიდი  დისკომფორტი შეგვექმნა. ამ წელმა ჩემს შემოქმედებაზე სხვანაირად დამაფიქრა და ბევრი რამ მასწავლა, იმ სულიერ საწყისებზე, ჩემს ოჯახზე. შეზღუდვების დროს სტუდიაში ფეხით ჩავდიოდი და მთელი ღამე ვმუშაობდი. სულ მინდოდა, რომ მქონოდა ნიჭიერი ადამიანების თავშესაყარი, სადაც მათთან ერთად ვისაუბრებდი და  შევქმნიდი სიმღერებს. ასეთია სწორედ ჩემი სტუდია.

შენს სოლო სიმღერაზე, რომ მოგვიყვე..

7 წელი გავა ძალიან მალე, რაც ეს სიმღერა დავაპრემიერეთ. მას შემდეგ ვამბობ, რომ კიდევ ჩავწერ ჩემს სოლო სიმღერას, თუმცა გპირდებით, რომ 2021-ში აუცილებლად მოისმენთ. უკვე არის იდეა და მონახაზიც.

როგორია შენი საახალწლო ტრადიციები?

ახალი წელი სიკეთით და სიყვარულითაა სავსე, მიყვარს ეს დღესასწაული. ამ დროს  ყველა ადამიანი კარგზე ფიქრობს. წელს მთელი ოჯახი ერთად ვხვდებით. მზადების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ელენეც მეხმარება, შეიძლება ითქვას, რომ ყველანი ჩართული ვართ. მომავალი წლისთვის სტუდიაში მინდა ჯადოსნური დიდი ნაძვის ხე დავდგა, წელს სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. მინდა ყველას მოგილოცოთ 2021, ღმერთმა იმის ძალა მოგვცეს, რომ ყოველთვის მხნედ შევხვდეთ ნებისმიერ დაბრკოლებას. მუდამ ერთმანეთის გვერდით ვყოფილიყავით.

სიმღერა „შენ არ ხარ მარტო“ , რომელიც მოგვიტანე როდის დაიწერა?

ამ სიმღერის პრემიერას არ ვაპირებდით, სიმბოლურად ჩავწერეთ, ასრულებს ალექსანდრე ზაზარაშვილი. მას დავპირდი, რომ თუ გაიმაჯრვებდა უკრაინულ ვოისში დავუწერდი სიმღერას, რა თქმა უნდა ეს პირობა ავასრულე. დაიწერა პირველი პანდემიის დროს და ჩავწერეთ დისტანციურად. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მთელ ჰოლდინგს, განსაკუთრებული მადლობა კი შენ და გიორგი მშვენიერაძეს, ჩემი სიმღერების გაჟღერებისთვის.

 

ალექსანდრე ზაზარაშვილი – შენ არა ხარ მარტო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ცირა ბზიშვილი. საახალწლო გადაცემა “არის 2021”.

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები