1-ელ დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ სოფო ბედია და კაკი ბოლქვაძე სტუმრობდნენ, რომლებმაც თავიანთ თანამშრომლობაზე და შემოქმედებაზე ისაუბრეს და მსმენელს ორი ახალი სიმღერა, „ტანგო“ და „ახალი წელია“ წარუდგინეს.
რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?
კაკი: სულ ახლახან დავაპრემიერეთ ძალიან მოკრძალებული, მაგრამ ძალიან ლამაზი კლიპი, აზიურ მოტივებზე – „ცხოვრება ერთი წამია“. საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და ძალიან მიხარია. სოფო არ ჩერდება და მე არასდროს მივცემ გაჩერების უფლებას, რადგან ეს ადამიანი დაიბადა სცენისთვის და იმისთვის, რომ მსმენელს და მაყურებელს ასიამოვნოს.
კაკი, თავად რატომ არ ასრულებ შენს საავტორო სიმღერებს?
სოფო: მზაობა არ აქვს ამისთვის არასდროს…
კაკი: სოფო სულ მეუბნება, შენს თავს მიხედე, შენს თავს გაუკეთე საავტორო სიმღერა, რაღაც ჩაწერეო, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, რომ სრულ ქველმოქმედებაში ვარ.
2024 წელს იქნება შენი ახალი სოლო სიმღერა?
კაკი: კი, იქნება ნამდვილად. ცოტა სხვანაირად, რეაბილიტირებული მინდა წარვდგე მსმენელის წინაშე და იმედია გამომივა.
სოფო: მე ვიბრძვი ამისთვის.
კაკი, როდესაც სიმღერას წერ, წინასწარ იცი ვისთვისაც ქმნი თუ შემდეგ წყვეტ, ვინ შეასრულებს?
კაკი: როდესაც ინსტრუმენტთან ვჯდები, ყოველთვის ვიცი, ვინ არის კონკრეტული ადრესატი. იწერება ჩემს ცხოვრებაში ისეთი სიმღერებიც, რომელთაც მაგალითად, სოფოს არასდროს შევთავაზებ, რადგან ვიცი, რომ ეს მისი არ არის და რომ იმ სიმღერებს თავისი ადრესატი ჰყავს.
ვისაუბროთ სიმღერაზე „ტანგო“.
სოფო: ეს წლების წინ დაწერილი სიმღერაა და ეს სიმღერა ტანგოდ არ იყო წარმოდგენილი, უბრალოდ იყო მელოდია, რომელიც მოვისმინე.
კაკი: ისეთი ბალადური, ექსპრესიული სიმღერა იყო. სხვათა შორის, ბავშვობაში მე ვმღეროდი. ტექსტი მაშინ ანრი ჯოხაძეც ეკუთვნოდა და როცა გადაწყდა, რომ ეს სიმღერა სოფოს უნდა ემღერა, თავიდან ბოლომდე გადავაკეთე. „ტანგოში“ ძველი ლექსი ყველანაირი კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო და გადავწყვიტეთ, ახალი ტექსტი დაგვეწერა. ახალი ტექსტის ავტორი გოგა კემულარიაა.
სოფო: გოგამ მომწერა, თქვენ ჩემი კუმირი ხართ და მინდა, რომ ჩემი ლექსი აამღეროთო. გადმომიგზავნა რამდენიმე ლექსი და იყო ერთი ასეთი „ცელქი ნიავი“, რომელიც ვიფიქრეთ, რომ მოუხდებოდა ამ მუსიკას. თუმცა მერე მე და კაკი დავუკავშირდით ბატონ გოგას, რომელიც მოვიდა ჩვენთან და აღნიშნულ მუსიკაზე, კიდევ ერთი ახალი ტექსტი შექმნა. მადლობა მას ამისთვის. ჩაიწერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში.
დღეს კიდევ ერთი საახალწლო სიმღერის პრემიერა გვაქვს და მინდა, რომ ახალი წლის თემაზე ვისაუბროთ, რამდენად გიყვართ ეს დღესასწაული?
სოფო: ძალიან… ძალიან მიყვარს 31 დეკემბერი, თავისი სუფრით, სიმღერით და ცეკვა-თამაშით. მიუხედავად იმისა, რომ სახლში არასდროს ვართ, შორეული ბავშვობიდან მაქვს შემორჩენილი მოგონებებში, ოჯახურ ამბავში რომ ვხვდებოდით ახალ წელს… ძალიან სხვა დრო იყო მაშინ, მახსოვს, რომ სულ სხვანაირი ემოციები.
ახლა კი, მოგვიყევით ახალ საახალწლო სიმღერაზე.
კაკი: ეს სიმღერა ჩვენი უსაყვარლესი პატარა მეგობრის, ჩვენი მოსწავლის ლილე მიქელაძისთვის დაიწერა ეს სიმღერა, კლიპიც გადაიღო ლილემ. უბრალოდ, ტექსტი უფრო ბავშვური იყო. მინდოდა ახალი საახალწლო სიმღერა, შარშან არ ჩამიწერია და ვთხოვე, ეთხოვებინათ ეს სიმღერა და რა თქმა უნდა, უარი არ უთქვამთ. ტექსტის რაღაც ნაწილი შევცვალეთ. მუსიკა და ტექსტი კაკის ეკუთვნის, არანჟირება ცირას.
სოფო ბედია – ტანგო
სოფო ბედია – ახალი წელია
გადაცემის აუდიოჩანაწერი
სოფო ბედია & კაკი ბოლქვაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები