LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსმენელი მაძლევს სტიმულს, რომ ბევრი ვიშრომო… ბევრი გეგმა და სიახლე მაქვს“ – ავთო ჩადუნელი

31
ავთო-ჩადუნელი

23 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ავთო ჩადუნელი სტუმრობდა, რომელმაც თავის კარიერაზე, ახალ ნამუშევრებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „რა ლამაზი ხარ“ პრემიერა შედგა.

ავთო, რა ხდება ისრაელში, რა სიახლეებია შენს კარიერაში?

ისრაელში უფრო და უფრო ამოძრავდა ქართული. ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ ზაფხულში ქართული საღამო ჩატარდა და ძალიან საინტერესო იყო. შემდეგ, 3 ივნისს „ქართული ხმები“ და ნატო გელაშვილი გვეწვივნენ და მათთან ერთად მეც ვიღებდი ღონისძიებაში მონაწილეობას. ასევე ჩამოყალიბდა ქართული ცეკვის ანსამბლი, „ფესვები“. დამოუკიდებლობის დღესაც ჩატარდა იერუსალიმში ქართული საღამოები. ადრეც ტარდებოდა ქართული დღეები, მაგრამ უმეტესი დატვირთვა რესტორნებზე იყო, ბოლო კონცერტებმა უფრო დარბაზში გადაინაცვლა. ამ კონცერტზე 2 სიმღერა შევასრულე. ისეთი მუხტი მქონდა, 500 ქართველი რომ გისმენს. პატრიოტული სიმღერა ვიმღერე და ემოციისგან ცუდად გავხდი. საოცარი საღამო იყო. გაიხსნა ბევრი ქართული რესტორანი, მოდის ხალხი, ქართულ სიმღერას უსმენს. უფრო გაიზარდა მოთხოვნა. „თბილისობაზე“ ანსამბლ „ფესვების“ ხელმძღვანელი, მიხეილ ბარამაშვილი გეგმავს გრანდიოზულ ღონისძიებას და იმედია, რომ გამოუვა.

ადრე უფრო ვნერვიულობდი,  წასული რომ ვიყავი, ახლა ისრაელშიც ბევრი მეგობარი გავიჩინე. მგონი, საჭიროა, რომ იქ ვარ. ყოველ შაბათს ტაძარში ვმსახურობ, სტიქაროსანი ვარ და ბევრი ქართველი მოდის, ქართულად ვკითხულობთ ლოცვებს. თვითონ ებრაელებმაც ძალიან თბილად მიგვიღეს.

ხშირად არის დაძაბული, საომარი ვითარება, ამ ყველაფერს როგორ შეეგუე?

ადამიანი ყველაფერს ეგუება. ცუდი შეგრძნებაა, მაგრამ რაღაც ყველგან ხდება. შიშით არ უნდა იცხოვრო ადამიანმა, უფლის ნებას უნდა მიჰყვე.

რამდენი ხნით ჩამოხვედი საქართველოში და რა გეგმები გაქვს?

ერთი კვირაა, რაც ჩამოვედი, ბევრი გეგმა და სიახლე მაქვს. მქონდა სიმღერის ტელეპრემიერა და კიდე ვამზადებ რამდენიმე სიმღერას. ახალი სიმღერების ავტორი ცირა ბზიშვილია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკვე ცირას 7-8 საავტორო სიმღერა მაქვს შესრულებული. მომავალ კვირაში კიდევ ბევრი რამ არის დაგეგმილი. მსმენელი მაძლევს სტიმულს, რომ ბევრი ვიშრომო.

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „რა ლამაზი ხარ“.

არა ქართული სიმღერა მომეწონა და ქავერ ვერსია გავაკეთე. ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. განსხვავებული სიმღერაა.

 

ავთო ჩადუნელი – რა ლამაზი ხარ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები