LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთლიანად ვარ ამ პროექტზე გადართული და ველოდები შემდეგ ტურებს” – ალექსანდრე ზაზარაშვილი „ვოისის” შემდეგი ტურისთვის ემზადება

5
cirabzishvilialexandrezazarashvili

რადიო დუეტს” კომპოზიტორ-შემსრულებელი ცირა ბზიშვილი და ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი სტუმრობდნენ, რომელიც უკრაინულ საბავშვო ვოისში”  მონაწილეობს და წარმატებული სტარტის შემდეგ მეორე ტურისთვის ემზადება.

ცირა და ალექსანდრე დიდი ხანია თანამშრომლობენ, ალექსანდრე ცირას ავტორობით შექმნილ ორ სიმღერას წარმატებულად ასრულებს, ექსკლუზიურად ჩვენი ეთერის მეშვეობით კი მათი რიგით მესამე საერთო ნამუშევრის შექმნა დაანონსდა…

 ცირა, ალექსანდრე არის შენი აღმოჩენა…

ვერ ვიტყოდი, ალექსანდრე არის ყველა ნიჭიერი ადამიანის აღმოჩენა ვისაც მასზე ამაგი აქვს. მე პირადად ნანა სამხარაძისგან გავიცანი, ნანახიც არ მყავდა, ისე გავუკეთე პირველი სიმღერა. ნანა მეუბნებოდა მაღალი რეგისტრი აქვს და ისეთი სიმღერა გავუკეთოთ კარგად რომ წარმოჩინდესო. მას შემდეგ რაც ვამღერე პირველად, უკვე აღმოვაჩინე მისი შესაძლებლობები, მისი ცხოვრების თანამოზიარე გავხდი, გავაკეთეთ მეორე სიმღერა, რომელიც თავიდან ბოლომდე ალექსანდრეს სათქმელია, ტექსტი და შინაარსი მისი ბუნების ამსახველია. თქვენს ეთერში ექსკლუზიურად მინდა ვუთხრა მას, რომ მზადდება მესამე სიმღერა მისთვის და მისი შესაძლებლობების შესაფერისი იქნება.

ალექსანდრე მინდა მოგილოცო ის დიდი წარმატება რაც წილად გხვდა, იმსახურებ ხალხის სიყვარულს და გვერდში დგომას, რომელიც არ გაკლია…

ერთია როცა კარგად მღერი, მაგრამ მეორეა როდესაც ხალხის სიყვარულს იმსახურებ. როდესაც ასე ერთნაირად გაქვს ნიჭი, ტალანტი, შესაძლებლბები და ადამიანებს ძალიან უყვარხარ ეს დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ფუფუნებაა და მის გარშემო მართლა ასე ხდება.

ალექსანდრე მოგვიყევი, როგორ მოხვდი უკრაინულ საბავშვო ვოისში” ?

ნანა მასწავლებელთან სიარულის პერიოდში მოვიდა ბულგარეთიდან შემოთავაზება, წავედი კონკურსზე და ვიმღერე საქართველო ერთადერთია”, გავიმარჯვე და წამიყვანეს უკრაინაში, გრიგოლ ჟღენტს მოვეწონე და ჩემი და ჩემი ოჯახის სურვილის შესაბამისად მიმიყვანა ქასთინგებზე და 23 ივნისს ვემზადები შემდეგი ტურისთვის. სელინ დიონის სიმღერა თავად შევარჩიე, ნანა მასწავლებელმა შემასწავლა, სულ წარმოსახვაში მქონდა ეს სიმღერა და ბევრჯერ მქონდა ნამღერი ჩემს წარმოსახვებში ვოისის სცენაზე, მენტორების შემობრუნებას ცოტა გვიან ველოდი, მაგრამ გაცილებით მალე შემობრუნდნენ..

მეორე ტურზე რას შეასრულებ?

ჯერ არ არის შერჩეული სიმღერა, რინგის ტური იქნება, 12 მონაწილე ჰყავს თითოეულ მენტორს და შერჩევის პრინციპით თითო გუნდში 4 მონაწილე რჩება. შემდეგ იქნება ტურები და შემდეგ უკვე ფინალი.

როგორია სამომავლო გეგმები?

 ცირა:

ალექსანდრეს მესამე სიმღერის მუსიკა მზარ არის, ტექსტია დასასრულებელი. ჩვენ ექსპრომტად ვმუშაობთ. ლაივში გაცილებით ემოციურად ასრულებს ვიდრე სტუდიურ ჩანაწერში.

ალექსანდრე:

მთლიანად ვარ ამ პროექტზე გადართული და ველოდები შემდეგ ტურებს. დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, მომდის მესიჯები და ძალიან მიხარია, ყველას ვპასუხობ.

მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ …

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ალექსანდრე ზაზარაშვილი – რომ შემეძლოს. Live

 

ალექსანდრე ზაზარაშვილი და ცირა ბზიშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები