„რადიო დუეტის” სტუმარი მომღერალი ნუცა ბუზალაძე იყო, რომელმაც ახალი სიმღერის რადიოპრემიერა გამართა. მუსიკა რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა, არანჟირება კი ბორიკო შხიანმა გააკეთა. როგორც გირკვა, სიმღერა პირველ სიყვარულს ეძღვნება.
უახლოეს მომავალში მომღერალი, „ბრავო რექორდსთან” თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ალბომისა და ვიდეორგოლის პრეზენტაციას გეგმავს. ზაფხულში თურქეთში მიემგზავრება ფესტივალზე, შემდგომში კი ლაივ კონცერტის გამართვასაც აპირებს.
„ოქროს ხანაა ჩემს შემოქმედებაში, დიდი ხანი ველოდი ამ ყველაფერს” – ამბობს მომღერალი, რომელსაც ბავშვობაში თურმე მაუგლის ეძახდნენ, მილიარდერობის შემთხვევაში კი მოხუცთა თავშესაფრების გახსნას აპირებს.
როგორი ბავშვი იყო ნუცა ბუზალაძე?
მაუგლის მეძახდნენ, ყველაფერს რომ აფუჭებენ და რომ არ ჩანან აი ასეთი ბავშვი ვიყავი. მერე დავწყნარდი რაც გავიზარდე, მაგრამ სიგიჟე შემომრჩა.
სასტარტო ნაბიჯი ვისი ბიძგი იყო?
ბავშობიდან თავი დავუთმე მუსიკას, სულ ამ პროცესში ვიყავი ჩართული, კონკურსები, ფესტივალები, მასწავლებლები. დედა და დეიდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერში ხელს მიწყობდნენ, მათ დაინახეს ის ვარსკვლავი ჩემში, რომელიც ანათებდა, მათ შემიწყვეს ხელი, რომ კარგი მომღერალი გავმხდარიყავი.
რომელი სიმღერა შეასრულე სცენაზე პირველად?
ეს იყო მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერა „in my dreams”, რომლითაც შემდეგ იურმალაზე გავიმარჯვე, რაც შეეხება ქართულ სიმღერას, ეს იყო „ყვავილების ქვეყანა”.
რა განცდაა შენთვის „ახალი ტალღა”, ელოდი თუ არა გამარჯვებას?
აქედან რომ წავედი ნამდვილად არ ველოდი, არ ვიცოდი როგორი კონკურენტები მეყოლებოდა, ჩემი ასაკის მეშინოდა, მაგრამ მე გვერდით არ ვიყურები, დროს არ ვკარგავ ამაში, თუ გვერდით იხედები წინ ვერ წახვალ, ბავშვობიდან გამოვიმუშავე.
თანამშრომლობა დაიწყე „ბრავო რექორდსთან”, როდის იგეგმება ალბომის გამოსვლა?
ალბომი მარტის შუა რიცხვებში გამოვა, კლიპის და ალბომის პრეზენტაცია გაიმართება ერთობლივად. სწორედ იმ სიმღერაზე მომზადდება ვიდეორგოლი, რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ და მას ზაზა ორაშვილი გადაიღებს.
„ბრავო რექორდსთან” თანამშრომლობა ჩემი იდეა იყო, ძალიან მინდოდა ალბომის გაკეთება, გასაგებია რომ ინტერნეტმა დაიპყრო სრულიად სამყარო, ალბომები არ იყიდება, მაგრამ ჩემი აზრით არტისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს თავისი შემოქმედება, როდესაც წერ სიმღერებს და ხარისხიანად შეფუთულს მიაწვდი, მსმენელი უკეთ გაგიცნობს. ძალიან ბევრმა კარგმა მუსიკოსმა მიიღო ამ ყველაფერში მონაწილეობა, საუკეთესოებმა, ხარისხიანად გაკეთდა ეს ყველაფერი, ოქროს ხანაა ჩემს შემოქმედებაში, დიდი ხანი ველოდი ამ ყველაფერს რადგან როდესაც შენი სიმღერები გაქვს უკვე ორკესტრთან თუ ბენდთან ერთად, შეგიძლია ლაივ კონცერტების გამართვა და ა.შ. „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა” ოფიციალურ პარტნიორობას უწევს ჩემს ალბომს და ოთხივე რადიო სადგურის მეშვეობით აქტიურად გაჟღერდება ჩემი ნამუშევრები.
როგორია სამომავლო გეგმები?
ვიდეო რგოლის გადაღებას ვგეგმავ ალბომში შემავალ სამ სიმღერაზე. ერთ-ერთი ჩემი საავტორო სიმღერაა. ალბომი ქართული და ინგლისური სიმღერებისგან შედგება, მე ინგლისურად ვწერ ტექსტს, ქართულად ჯერ არ მიცდია, ქართული ტექსტი ძალიან სათუთია, ჯერ ვერ გავრისკე, მირჩევნია გამოცდილ ადამიანებს მივანდო ეს საქმე, მომავალში იმედია გამომივა.
რაიმე ღონისძიებას ხომ არ გეგმავ საზღვრებს გარეთ?
ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ზაფხულში თურქეთში კეთდება ფესტივალი სადაც უცხოელი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, ველოდებით ალბომის გამოსვლას და მას შემდეგ შევარჩევთ რომელ სიმღერებს შევასრულებ. ასევე ვგევმავ ლაივ კონცერტს, ალბომის პრეზენტაციია შემდეგ, სადაც ყველა ის სიმღერა შესრულდება, რომელიც ალბომში შედის.
რომელ სიმღერას გამოარჩევდი შენი რეპერტუარიდან?
”Like an Ocean” ეს სიმღერა დავწერე 17 წლის ასაკში, უბრალოდ ახლა შეიფუთა და შევიდა ახალ ალბომში. არ მეგონა ასეთი თუ გამოვიდოდა, რომ ვუსმენდი ვფიქრობდი მართლა მე დავწერეთქო. მივხვდი რომ მომღერალმა თვითონ უნდა წეროს სიმღერები, ბოლომდე გადმოსცემ შენს გრძნობებს. ტექსტიც სამოტივაციო აქვს ამ სიმღერას, ცხოვრების ჟინს რომ მოგცემს.
რომელი იყო ყველაზე დიდი ტრამპლინი, როდესაც გაიღვიძე და სხვა ნუცა ბუზალაძე იყავი?
როგორც ადამიანი არ შევცვლილვარ, მაგრამ მსგავსი განცდა იყო როდესაც იურმალა მოვიგე, ძალიან დატვირთული და დაღლილი ვიყავი ემოციებით.
ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
დედა და დეიდა, ვერცერთს ვერ გამოვყოფ, მაგრამ კარიერის მხრივ მგონი უფრო დეიდაჩემი, ჩემნაირი ხასითი აქვს.
ნუცა რომ მილიარდელი იყოს რის განვითარებას შეუწყობდი ხელს?
აუცილებლად გავხსნიდი ბევრ მოხუცთა თავშესაფარს, სადაც საუკეთესო პირობები იქნებოდა. იმდენად მხვდება გულზე ქუჩაში მიტოვებულ მოხუცებს რომ ვხედავ, მილიარდელი რომ ვიყო ამით დავიწყებდი.
გვესაუბრე ახალ სიმღერაზე…
სიმღერა რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორია ირინა სანიკიძე, არანჟირება ბორიკო შხიანმა გააკეთა. ბექები მაიკო კაჭკაჭიშვილმა ჩაწერა, მომზადდა ”ბრავო რექორდსში”. ეძღვნება პირველ სიყვარულს.
მადლობა სტუმრობისთვის…
ნუცა ბუზალაძე – გელოდები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნუცა ბუზალაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები