LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას ახდენს ადამიანის იღბალზე წითელი ძაფი და ასრულებს თუ არა ის სურვილებს – ეზოთერიკოი ანზორ ოდიშარია

87
odisharia

23 მარტს, თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა წითელი ძაფის თილისმა იყო. რადიოს მსმენელებმა გაიგეს, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის იღბალზე წითელი ძაფი და ასრულებს თუ არა სურვილებს. ეთერის მსვლელობისას, გადაცემის წამყვანებმა ბოშებზე, მათ ნიჭზე და შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.

-წინა გადაცემაში  საგვარეულო ცოდვებისგან განწმენდაზე ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ 20-21 მარტს უნდა დაგვერგო 7 ხე. არის სხვა პერიოდები, როცა ამ რიტუალის ჩატარება შეუძლიათ ადამიანებს?

ანზორ ოდიშარია: 7 და 21 აპრილს გახლავთ ასეთი დღეები. თუ საგვარეულოს ენერგია და მხარდაჭერა გსურთ 7 ხე უნდა დარგოთ. შეგიძლიათ საკუთარ დაბადების დღეზე დარგოთ თითო ხე.  თქვენი დამოკიდებულება და მზრუნველობა სამყაროს მიმართ იგრძნობა, შესაბამისად, ხეების რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას თუ როგორი სიყვარულით და შემართებით დარგავთ.

-ჩვენი მსმენელები ხშირად გვწერენ ბოშებზე. ხშირად ვხვდებით ამ ადამიანებს, რომლებიც გვთავაზობენ მკითხაობას, ჯადოს მოხსნას და ა.შ…

-ძალიან საოცარი ხალხია, ბოშების ენერგია და ნიჭი ყველასთვის ცნობილია და ცნობილია მათი მზაკვრობებიც. ნამდვილად, ძალიან ხშირად გვწერენ, რომ ამ ადამიანებისგან მიიღეს წყევლა, ჰქონდათ ფულის წართმევის და გაქურდვის შემთხვევები. ბოშური ტრადიცია და მათი ცოდნა ძალიან ძლიერია, თუმცა არა იმ ადამიანების, ვინც გარეთ არიან სამუშაოდ გამოსული. ასეთი ადამიანების მიზანია მოიპოვონ, მოინადირონ მსხვერპლი. ყოველი მათი ქმედება თქვენს გასაძარცვად და დასაზიანებლად არის. საყურადღებოა, როცა ასეთი ადამიანები მოდიან თქვენთან, რადგან ისინი გრძნობენ ენერგიას, მიდიან ისეთ ადამიანებთან, რომელთაც დადაბლებული, სუსტი ენერგია აქვთ, თუ თქვენი ენერგია ძლიერი, დაცული და ჰარმონიულია, ბოშები თქვენთან არ მოვლენ. მარჩიელობისას, ინტუიციურად ისვრიან გარკვეულ ფრაზებს, მაგრამ ეს ტექსტები ხშირ შემთხვევაში შეესაბამება რეალობას, ისინი ინტუიციურად გრძნობენ ადამიანის პრობლემას, მაგრამ მათ გამოსწორებას ისინი ვერ მოახერხებენ, მით უმეტეს, ქუჩის პირობებში. მომენტალურად, ერთ წამში არ სწორდება და გვარდება ისეთი პრობლემები როგორიცაა: მაგიური ზემოქმედება, წყევლა, შეჩვენება, კვეთება, ჯადო, ავი თვალი. აღნიშნული პრობლემების მოგვარებას  ხანგრძლივი, სწორი ენერგეტიკული მუშაობა სჭირდება.

-მქონია შემთხვევა, როცა ბოშამ თმა მომაგლიჯა და შემდეგ ამ თმის ყიდვა მომიწია. როგორც ვიცი, ხშირად ითხოვენ თმას სხვადასხვა რიტუალების ჩასატარებლად.

-არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ თქვენი ბიოლოგიური მასალა. მათ დაბადებიდან აქვთ უნიკალური  ჰიპნოზის უნარი, რომლის მეშვეობითაც ატყუებენ ხალხს. თუ ეს ადამიანები თავს გვესხმიან, აუცილებლად უნდა შევეწინააღმდეგოთ, არ უნდა ვუყუროთ მშვიდად, რადგან ეს ადამიანები მოქმედებენ კანონით „იმარჯვებს ძლიერი“. ყველა ადამიანს აქვს დაგროვილი ნეგატიური ნალექი, ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ გამორთოთ „ფილტრი“ და მთელი ნეგატივი მიაფრქვიოთ, მიაყაროთ ამ ადამიანებს და გათავისუფლდეთ. მომენტალურად უნდა ჩართოთ თავდაცვის ძლიერი ინსტინქტი, მაქსიმალურად უნდა შეეწინააღმდეგოთ. განსაკუთრებით ეშინიათ, როცა ხმოვან სიგნალებს გავცემთ და ასეთ დროს აუცილებლად დაიხევენ უკან, შესაბამისად თავიდან ავიცილებთ მაგიურ ნეგატიურ დაბინძურებას. მათ შეუძლიათ წაგართვან ბარაქა, პარტნიორულ ურთიერთობებში შეგიშალონ ხელი, წაგართვან ჯანმრთელობა და ა.შ. ძალიან ვაფასებ მათ, რადგან საოცრად ნიჭიერები არიან, მაგრამ საოცრად საშიშებიც. თუ შესაძლებლობა გვაქვს უნდა ავარიდოთ მათ თავი, მაგრამ თუ კონფლიქტი დაიწყეს, დაგიწყეს ჩხუბი, მოგაყენეს შეურაცხყოფა, აუცილებლად უნდა დაიცვათ თავი, თუ უპასუხოდ დატოვებთ, ნიშნავს, რომ მიიღეთ და „შეირგეთ“ მათგან წამოსული ნეგატივი.

-ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ გარშემო მყოფი ადამიანები გვაყენებენ შეურაცხყოფას და ცუდად ზემოქმედებენ ჩვენზე?

-ამ შემთხვევაში, ბოშებისგან განსხვავებული მიდგომა უნდა გამოვიყენოთ. გაბოროტებულ ადამიანებს არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, უნდა მივცეთ საშუალება თავიანთი ბოღმა ამოიღონ. ბოშას ცხოველური ინსტინქტი აქვს, მას სიამოვნებას არ ანიჭებს მისი ქცევა, ისინი მუშაობენ, „ნადირობენ“, მოიპოვებენ. ბოშებისგან განსხვავებით, ბოროტი ადამიანი სიამოვნებას იღებს საკუთარი მოქმედებით, როცა მის ბოროტებაზე შენც ბოროტებით რეაგირებ, ის კიდევ უფრო კარგად გრძნობს თავს. ასეთ ადამიანს სიჩუმით, შენდობით დაამარცხებ, მას ასეთი დამოკიდებულება უფრო აგიჟებს. ბოროტი ადამიანები ცდიან შენს სიკეთეს და სიმშვიდეს. ბოროტება აღარ არის, როცა ადამიანი თავს გესხმის, გძარცვავს, შენს ოჯახს უქმნის პრობლემას და ა.შ. ეს უკვე აღარ არის სიკეთისა და ბოროტების გამოცდა. თუ თქვენ გრძნობთ რეალურ საფრთხეს, თუ ადამიანი თავისი ბოროტებით თავს გესხმით, მაშინ ყველა დამცავი საშუალება უნდა ჩართოთ, რომ მოიგერიოთ წინააღმდეგობა.

-ხშირად ადამიანები თავდაცვის მიზნით ატარებენ წითელ ძაფს. რამდენად გვიცავს ხელზე შებმული წითელი ძაფი?

-წითელი ძაფი ენერგეტიკული ვამპირებისგან, მავნე თვალისგან გვიცავს. გვიცავს წითელ ძაფში ჩადებული ინფორმაცია, მნიშვნელობა, რომელიც ჩვენ სპეციალური წესით მივანიჭეთ მას.

-სურვილებს რამდენად ასრულებს წითელი ძაფი და თუ აქვს მნიშვნელობა ვინ შეგვაბამს ხელზე?

 -პირველი და მთავარი, დაფიქსირებული, აღნიშნული სურვილი უფრო სწრაფად სრულდება.   წითელი ძაფი მუდმივად გვახსენებს სურვილს, რომელიც მისი გაკეთებისას ჩავიფიქრეთ. მნიშვნელოვანია ვინ შეგვაბამს ძაფს. თუ ჩვენი სურვილი ფინანსური კეთილდღეობაა, მაშინ ფინანსურად ძლიერმა ადამიანმა უნდა შეგვაბას ძაფი. თუ ჩვენ წარმატებული პირადი ურთიერთობა გვსურს, იმ ადამიანმა უნდა შეგვაბას ძაფი, ვისაც ბედნიერი ოჯახური მდგომარეობა აქვს. უმჯობესია, თუ დედა ან მამა შეგვაბამს წითელ ძაფს, მათი სიყვარულის ენერგიის გამო. შეგიძლიათ შვილებს შეაბმევინოთ ძაფი. მთავარია, ადამიანი, რომელიც წითელ ძაფს შეგვაბამს, კეთილგანწყობილი იყოს ჩვენს მიმართ, რომ გონება ცუდი ფიქრებისკენ და აზრებისკენ არ გაექცეს. სურვილის ასასრულებლად მნიშვნელოვანია, რეალური და სუფთა იყოს ჩვენი ჩანაფიქრი.

-ძაფის შებმისას რამდენი სურვილის ჩაფიქრება შეგვიძლია?

ერთ ძაფზე ერთი სურვილი უნდა იყოს, თუმცა შეგვიძლია ჩავიფიქროთ ისეთი სურვილი, რომელიც ბევრ იდეას აერთიანებს. მაგალითად, ოჯახური კეთილდღეობა რამდენიმე ფაქტორისგან შედგება და გულისხმობს ფინანსურ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და ა.შ. შეგვიძლია ჩავიფიქროთ „აღვსება ყოველთა კეთილთა“, ანუ ყველა იმ სიკეთის მიღება, რაც სამყაროშია. უმჯობესია თუ სურვილი იქნება კონკრეტული, მიზან მიმართული, რადგან უფრო მალე ასრულდება. მნიშვნელოვანია სურვილის კონკრეტიზაცია და სწორი ფორმირება.

-ამბობენ, რომ კარგია თუ ძაფი გაწყდება და დაიკარგება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩაფიქრებული სურვილი ახდება. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება?

-თუ წითელი ძაფი გაკეთებიდან 21 დღის მანძილზე გაწყდება, ნიშნავს, რომ სურვილი არასწორად არის ჩაფიქრებული და არ ასრულდება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ნამდვილად გვჭირდება თუ არა ეს სურვილი. 21 დღის გასვლიდან 3 თვის მანძილზე თუ გაწყდება ძაფი, ეს ნიშნავს, რომ სურვილი აგისრულდებათ. თუ ძაფი დაგივარდებათ, თავად არ უნდა აიღოთ, უნდა ააღებინოთ ოჯახის წევრს ან მეგობარს და შემდეგ უკვე თავად შეგიძლიათ ეს ძაფი გადააგდოთ, შეაბათ მცენარეს, დაწვათ. თუ დაკარგავთ ძაფს, ამაზე არ უნდა ინერვიულოთ და იფიქროთ, რადგან ეს ყველაზე კარგი ვარიანტია.

-არსებობს სხვა ფერის ძაფებიც…

-ყველა ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. წითელ ძაფს ვიბამთ მარცხენა ხელზე და ვიყენებთ დაცვისთვის და სურვილის ასასრულებლად. მწვანე ან ოქროსფერ ძაფს ვიბამთ მარცხენა ხელზე, ფინანსური კეთილდღეობისთვის. მწვანე და წითელი ძაფის კომბინაცია მარჯვენა ხელზე კეთდება და ბარაქის შენარჩუნებაში გვეხმარება. შავი ძაფი ცუდი სიზმრებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენება. შავი ძაფის გაკეთებისას ცუდ სიზმარს ვიფიქრებთ და ვამბობთ „მთელი ის ნეგატიური ენერგია, რომელიც სიზმარში ვიხილე გადავიდეს ამ ძაფს“. მესამე დღეს ვჭრით შავ ძაფს და ვაყოლებთ მდინარეს, წყალს და ა.შ. ლურჯი ძაფი მარცხენა ხელზე კეთდება და კარგია სწავლა-განათლებისთვის. ვიცით, რომ წითელი ძაფები ხშირად ისრაელიდან ჩამოაქვთ. წითელი ძაფი იღებს ძალას, როცა მაცხოვრის საფლავს ადებენ, უბრალოდ იერუსალიმში შეძენილი წითელი ძაფი ძალას არ ფლობს. საქართველოშიც არსებობს ადგილები, სადაც შეგვიძლია დავამზადოთ წითელი ძაფი, მთავარია სიწმინდესთან ჰქონდეს შეხება. ძაფი შეგვიძლია შევახოთ წმინდა ნიკოლოზის საფლავს, მამა გაბრიელის საფლავს, ეკლესიას და ა.შ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. მეოთხე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები