LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ბედის ხაზების ჩაკეტილობას და როგორ მოვაგვაროთ აღნიშნული პრობლემა – ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას რეკომენდაციები

20
ანზორ-ოდიშარია

ოქტომბერს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა ბედის ხაზების ჩაკეტილობა გახლდათ. ანზორ ოდიშარიამ აღნიშნული პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე და მოგვარების გზებზე ისაუბრა.

ანზორ ოდიშარია: დღეს ბედის ხაზების ჩაკეტილობაზე ვისაუბრებთ. ქალბატონები ძალიან ხშირად მეუბნებიან ასეთ ფრაზებს, ლამაზიც ვარ, განათლებულიც, თითქოს არაფერი მაკლია, მაგრამ რატომღაც არ მიმართლებს ბედისწერაში, ვერ მოვახერხე შევსულიყავი ურთიერთობაში, რომელიც გაამართლებდა. აინტერესებთ, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ გამუდმებით წარუმატებელი ურთიერთობები ხვდებათ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლებლობებზე და არა ზუსტ დიაგნოზზე. აღსანიშნავია, რომ ადამიანის ბედისწერაში 21-დან 27 წლამდე არის ის პერიოდი, როცა მან ურთიერთობების სპეციფიკა უნდა გაიაროს, მიიღოს ცოდნა და გამოცდილება. ძირითადად ამ პერიოდის მანძილზე ხდება ხოლმე დაოჯახებაც. შესაბამისად, გარკვეული ასაკის შემდეგ ადამიანი ხვდება, რომ არ გაუმართლა, ვერ შეხვდა სწორ ადამიანს და ა.შ. რა თქმა უნდა, აღნიშნულიც ბედის ხაზების არევის და ჩაკეტილობის ნიშანია. თუ ხედავთ, რომ მუდმივად ერთსა და იმავე სიტუაციაში ეხვევით, ერთსა და იმავე განწყობაში ვარდებით, მალე სრულდება თქვენი ურთიერთობები და ა.შ. უნდა დაფიქრდეთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი, რამე ხომ არ გაქვთ შესაცვლელი და გამოსასწორებელი. ასეთი ენერგეტიკული პრობლემები სათავეს ჯერ კიდევ ბავშვობიდან იღებს. პარტნიორული-სასიყვარულო ურთიერთობების მიმართულებით ბედისწერა 7-დან 12 წლამდე იწერება. ბავშვი აღიქვამს ირგვლივ მყოფების ურთიერთობას და ეს გავლენას ახდენს მასზე. როცა სახლში განიხილავენ, რომ ვიღაცა ვიღაცას დაშორდა, ბავშვი ამ თემატიკას იღებს. ბედის ხაზების ჩაკეტილობა ადამიანებს ვიზუალზე, მანერებზე და სიარულზეც კი ეტყობათ. ასეთი ადამიანები მუდმივად დაბლა ხრიან თვალებს, იყურებიან სადღაც და თან არსად, მათი არსებობა შესამჩნევი არ არის. თითქოს, დამცავი ფუნქცია აქვთ ჩართული, რომ ისევ არ ატკინოთ გარემომ. აღსანიშნავია, რომ არ ყველაფრისგან გათავისუფლება შესაძლებელია.

აღნიშნული პრობლემის გამოსწორება თავადაც შეგვიძლია თუ პროფესიონალს უნდა მივმართოთ ?

ჯერ თავად უნდა ეცადოთ. უნდა დაფიქრდეთ, ურთიერთობის დაწყების და დასრულების მომენტში რა ემოციური ცვლილება განიცადეთ. ხშირად, როცა ურთიერთობაში შედიხართ სხვა მოლოდინები, საჭიროებები გაქვთ. დროთა განმავლობაში კი ეს ყველაფერი იცვლება და პარტნიორს თქვენი შეცვლილი მდგომარეობა აღარ მოსწონს.

იქნებ, ეს იმის ბრალია, რომ არასწორ მოლოდინებს ვამყარებდით იმ ადამიანზე და სინამდვილეში ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც გვეგონა…

სწორედ იდეალისტები არიან ის ადამიანები, რომელთაც ყველაზე ხშირად აქვთ პრობლემები პარტნიორულ ურთიერთობებში. ზოგადად, ენერგეტიკა ძალიან მძიმე საკითხია. ბედის ხაზები ერთმანეთს ებმება და ეს ადამიანს თავისუფლებას არ აძლევს. როგორც კი ასეთ ადამიანს უყვარდება და შედის ურთიერთობაში, ყველაფერი ძალიან მალევე ფუჭდება. აღნიშნული ბედის ხაზების ჩაკეტილობის პირველი ნიშანია. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი კარმული დავალება, უნდა გავიხსენოთ რა მოთხოვნები გვქონდა პატარაობისას. შეიძლება ჩვენ წარსულში ვთქვით, რომ რაღაც კონკრეტულ საქციელს არ ჩავიდენდით ან კონკრეტული ტიპის პიროვნება არ შეგვიყვარდებოდა და ა.შ. ახლა კი სამყარო გვამოწმებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან, „ასპიროზაში“ იყიდება სპეციალური სანთლები, რომელთაც მოჰყვება გამოყენების ინსტრუქცია და რომელთა დანთების შემთხვევაშიც თავისუფლდებით წარსულში ჩადენილი შეცდომებისგან. ეს სანთლები მხოლოდ ოქტომბრის პერიოდშია აქტუალური. შეიძლება, თქვენ წარსულში დაიფიცეთ, რომ ვიღაც კონკრეტული ადამიანის გარდა არავის შეიყვარებდით და ახლა ზუსტად ეს გიშლით ხელს. შეიძლება, ჯვარი დაიწერეთ, შემდეგ დაშორდით და ახლა დადებული ფიცი ხელს უშლის ახალი ურთიერთობის დაწყებას. სანამ რაიმე ახალს დავიწყებთ, ძველი უნდა დავხუროთ.

საკმარისია ამ სანთლის ერთჯერად გამოყენება?

რა თქმა უნდა, ეს სანთელი დანთებამდე დაშვებულ შეცდომებს დაეხმარება, მაგრამ პროფილაქტიკისთვის უმჯობესია ყოველ ოქტომბერს დაინთოს. ყოველთვის და ყოველდღე ამის გაკეთება არ შეიძლება.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. ოცდამეექვსე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები