LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა სიმღერაც დაუწერია ჩემთვის, ყველა გაჰიტებულა” – მარკუს მეტრეველი სიმღერის პრემიერით „რადიო დუეტში”

68
markus-metreveli.

გადაცემის რადიო დუეტი” სტუმარი მომღერალი მარკუს მეტრეველი იყო,  მან „არ დაიდარდოს” ეთერში ახალი სიმღერის რადიო პრემიერა გამართა. „ისევ მენატრები” – ასე ქვია ახალ სიმღერას,  რომელზეც მომღერალმა უკვე ვიდეორგოლიც გადაიღო.

„ისევ მენატრები” ახალი სიმღერა, რომლის რადიოპრემიერაც გვაქვს დღეს, მოგვიყევი ამ ნამუშევარზე?

დიდი მადლობა მაიკო კაჭკაჭიშვილს და ქეთი ორჯონიკიძეს, მაიკოს მუსიკისთვის და ქეთის ტექსტისთვის, არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის, მასტერინგი ალეკო ბერძენიშვილს, ჩაიწერა ბრავო რექორდსში”.  ასევე დიდი მადლობა ვიდეოს ავტორს, სანდრო ნადირიძეს. გადაღებები წყალტუბოში მიმდინარეობდა. ვიცოდი, რომ საქართველო ულამაზესია, მაგრამ ასეთ საოცარ სილამაზეს არ ველოდი, სხვა ქვეყანაში მეგონა თავი, ძალიან ეგზოტიკურია, ყველაზე ძალიან რამაც გამაკვირვა, დეკემბერში ვიღებდით და საერთოდ არ ციოდა, ნეიტრალური ჰავა იყო, წვიმდა და ეს წვიმაც სასიამოვნო იყო ჩემთვის, პირველად არ შემცივდა გადაღებების დროს. დიდი მადლობა წყალტუბოს ტურიზმის ცენტრს, მაქსიმალურად გვიწყობდნენ ხელს და  მთელ გადამღებ ჯგუფს კომფორტს გვიქმნიდნენ.

შენ აქტიურად თანამშრომლობ მაიკო კაჭკაჭიშვილთან?

ჩემი ერთ-ერთი ალბომი ეკუთვის მაიკოს, სრულად მისი სიმღერებით არის დაკომპლექტებული, ბექ ვოკალიც მას ეკუთვნის, გენიალური ხმა აქვს, ძალიან უხდება ჩემს ხმას მისი ტემბრი. რა სიმღერაც დაუწერია ჩემთვის ყველა გაჰიტებულა და ხალხს დღემდე ახსოვს, მომიტევეთ ასეთი გამონათქვამისთვის, მაგრამ მე ასე ვთვლი.

როგორია სამომავლო გეგმები?

21 მარტს ბერლინში მივემგზავრები, სადაც კონცერტი მექნება, შემდეგ მივდივარ ბელგიაში, სადაც ჩვენებას გავმართავ, მოგეხსენებათ მომღერლობასთან ერთად დიზაინერიც ვარ, ჩემი სიმღერით გავხსნი ახალ კოლექციას. მარტის ბოლოს ბაქოში მივემგზავრები, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და რუსი მომღერლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება, საქართველოდან მე ვარ მიწვეული.

მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებ.

 

მარკუს მეტრეველი – ისევ მენატრები

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მარკუს მეტრეველი. გადაცემა “რადიო დუეტი”. 22.02.2019. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები