LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცრად კარგი, პოზიტიური სიმღერა გამოვიდა“ – „გროს ოქტეტის“ და ლაშა რამიშვილის სიმღერის პრემიერა

6
gros-oqtetii

გადაცემის  „ღვინო, დუდუკი, ქალების“ სტუმარი „გროს ოქტეტი“ იყო, ანსამბლის თითოეული წევრი პედაგოგია და მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნავს. გადაცემის ფარგლებში მათი და მსახიობის, მომღერალისა და წამყვანის ლაშა რამიშვილის საერთო ნამუშევრის პრეზენტაცია გაიმართა.

ჩამოვთვალოთ ანსამბლის ყველა  წევრი:

„გროს ოქტეტის“ საყრდენი თორნიკე გოგრიჭიანი, კონცერტმეისტერი ლელა ზაალიშვილი, ჩვენი ბულბული გურამ ლალიაშვილი, მეორე კონცერტმეისტერი მანანა დგებუაძე, ჩვენი მშვენება ნათია ვარდანიძე, ტექნიკური დირექტრი თეა თავშავაძე,  ყველაზე პატარა წევრი სოფო ქუთათელაძე და ამ ყველაფრის ავტორი და სულის ჩამდგმელი ნათია მთიულიშვილი.

როგორ ხართ, რას საქმიანობთ ამჟამად? ერთი წლის წინ გვსტუმრობდით, რამდენად წარმატებული იყო ეს ერთი წელი?

მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მინდა „არ დაიდარდოს” მსმენელებს მივესალმო.  ვფიქრობთ, რომ ეს ერთი წელი ძალიან ნაყოფიერი იყო, ბევრი სიმღერა ჩავწერეთ, ახლაც ვმუშაობთ რამდენიმე სიმღერაზე და ნაყოფიერად მივიწევთ წინ. წევრებს არ ვცვლით, ერთად ვართ, კარგად ვართ, შემოქმედებით წვაში. ჩვენს მოსწავლეებს სტიმულს ვაძლევთ.

 

გროს ოქტეტი – ყვავილების ქვეყანა. Live

დღეს ხელდამშვენებული მოხვედით ჩვენთან, მოგვიყევით ამ ყველაფერზე?

ეს იდეა წამოვიდა ქალბატონი მანანა დგებუაძისგან, ძალიან მოწონდა „სიზმარაში” არის გენიალური ქართველი კომპოზიტორის ბასილაიას მუსიკალური თემა და მითხრა აბა გადახედეო, გადავხედეთ და ვიფიქრეთ ვის ვთხოვოთ დახმარებაო და ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ ჩვენი მეგობარი ლაშა რამიშვილი, კარგი ადამიანი. საერთო ჯამში გამოგვივიდა  საოცრად კარგი, პოზიტიური სიმღერა,  ჩაიწერა საპატრიარქოსთან არსებულ სტუდიაში, კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილთან, ჩვენ მასთან ვმეგობრობთ, ვთანამშრომლობთ, ძალიან კარგად შეგვეწყო და ძალიან მადლობლები ვართ მისი, ასევე მადლობა ლაშა შენ, რომ მოერგე ამ ტონალობას და გაუძელი.

დიდი მადლობა თქვენ რომ ზრუნავთ ჩვენს გუნება-განწყობილებაზე, წარმატებას გისურვებთ…

 

ლაშა რამიშვილი & გროს ოქტეტი – სიყვარული გრძელდება

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გროს ოქტეტი – თებერვალი დადგაო. Live

გროს ოქტეტი. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები