LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულის ჰიტი

20
Beautiful table full of cheese and meats in garden at dusk

ზაფხული გვიახლოვდება და მრავალ რჩევასთან ერთად ჩვენი გადაცემა ნამდვილი გზამკვლელი გახდება, რადგან სასმელი სეზონის მთავარი ატრიბუტია.

ზაფხულის და ზამთრის ღვინო – მსგავსი პოზიციონირება სწორი და მისაღებია, ღვინის მრავალი სახეობისა და მისი გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე.

საზაფხულო ღვინო – ძირითადად სასიამოვნოდ მაღალმჟავიანია,  მსუბუქი ტანინებით, ხილისა და კენკრის ტონებით გაჯერებული , არომატს ყვავილების სურნელიც , რომ გადაჰკრავს. ზოგადად, ზაფხულის საუკეთესო ღვინოდ “ROSE” ითვლება, რომლის ასორტიმენტიც დღეს ქართული ღვინის მენიუში მრავლადაა წარმოდგენილი.

არ უნდა დაგვავიწყდეს ტემპერატურაც – ზაფხულის ჰიტი ხომ ყოველთვსი ჩაციებული ღვინოა, რომელსაც გაუსაძლის სიცხეში სხვა სასმელებზე მეტი ეფექტი აქვს და სიგრილეს მონატრებული ხალხისთვის ნამდვილი ოაზისია.

ზოგადად გაზაფხულის ღვინიდან – რომელიც ძირითადად წითელი ნახევრად ტკბილია შეგვიძლია გადავინაცვლოთ –   სეზონისთვის გამორჩეულ ქართულ ღვინოზე ისეთზე როგრიც გახლავთ – დასავლეთ საქართველოს მაღალმჟავიანი ღვინოები – ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა და იმერეთიდან –  ჩხავერი.

მათ ტოლს არ უდებს კახური „წინანდალი“ და „მანავის მწვანე“, ქართლიდან კი – ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი და მეფეთა ღვინო “ატენური”.

ძირითადად  კი უჭაჭოდ დავარგებული ღვინოებია ამ სეზონზე არსებული საკვებისთვის შესაფერისი, რომელიც სასიამოვნოდ ასატანს გახდის თქვენთვის ჩამოწოლილ ხვატს და განწყობაც ბევრად უფრო ამაღლებული გექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები