სამ ტყუპ ძმას – ნიკოლოზ, გიორგი და გაბრიელ ცინდელიანს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს – ბიჭებს, რომლებიც სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ და ქართულ სიმღერებს ასრულებენ, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ხშირად იწვევენ.
ახლახან ძმები ცინდელიანები „დღის პოსტს“ სტუმრობდნენ, სადაც მათ მუხამბაზი შეასრულეს.
„არასდროს გადავშენდებით“! „საამაყო ძმები“, „ეს რა საოცრება იყო“, „ტკბილხმიანებო“, „ბევრი თქვენნაირი ახალგაზრდა ქვეყანას“, „საქართველოს საამაყო შვილები, „ასეთი მომავალი უკვდავყოფს ერს“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
