„დღის პოსტს“ ესტუმრა მომღერალი შაბან მამედოვი, რომელმაც მხედველობის დაკარგვის შესახებ ისაუბრა:
„ჩემი მხედველობის დაკარგვა ძალიან პატარა ასაკში მოხდა, 7 თვის ვიყავი, როდესაც სეფსისი დამიდგინდა და ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი… შევედი 202-ე საჯარო სკოლაში და დღეს მე თუ რაიმე სიტყვა მეთქმის, შემიძლია, ვთქვა, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვარ, ეს არის ჩემი სკოლის დამსახურება. ოჯახისაც, რომელმაც არ ჩაკეტა უსინათლო ბავშვი, რასაც დღეს ბევრი ოჯახი აკეთებს. მათ ვერ გავაკრიტიკებ, მაგრამ ჩემი ოჯახი ბოლომდე გამომყვა იმ რთულ გზაზე, რაც მქონდა გასავლელი…
არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, არის რიგი პრობლემები შშმ პირებთან დაკავშირებით. ხშირად თავად მოდიან ჩემთან და მეკითხებიან, რაიმეთი ხომ არ შეუძლიათ დახმარება. ცნობიერების ამაღლება მხოლოდ კომუნიკაციით არის შესაძლებელი.
სამჯერ ჩამიტარდა ოპერაცია, ბოლო 2016 წელს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში. ერთადერთი, რაც შეძლეს, იყო მარცხენა თვალის ფორმის სრულად შენარჩუნება, სამომავლოდ თუ რაიმე იქნებოდა შესაძლებელი…“
